ფეხბურთი

13:10 | 1.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ერიქსენის ყველაზე სწრაფი გოლი, რომელიც არ უნდა ჩათვლილიყო...

ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურში “ტოტენჰემის” დანიელმა შემტევმა კრისტიან ერიქსენმა “მანჩესტერის” კარი მე-11 წამზე დალაშქრა. როგორც სტატისტიკოსებმა გაარკვიეს, ეს ყველაზე სწრაფი გაშვებული გოლია “წითელი ეშმაკების” კარში პრემიერლიგის ეგიდით.

თუმცა, ბრიტანელი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მთავარ მსაჯს გოლი არ უნდა ჩაეთვალა. საქმე ისაა, რომ სანამ “ტოტენჰემი” ბურთს თამაშში შეიყვანდა, ჰარი კეინი მეტოქის ნახევარზე იყო და მეტიც, კარისკენ მიემართებოდა.

შეგახსენებთ, რომ “ტოტენჰემმა” “მანჩესტერი” ერიქსენისა და ფილ ჯონსის ავტოგოლით 2:0 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114922