ფეხბურთი

11:50 | 1.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლი" ორი ფეხბურთელით გაძლიერდა

ინგლისის პრემიერლიგის ბინადარი “ნიუკასლ იუნაიტედი” სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეს აქტიურობით გამოირჩა. როგორც “კაჭკაჭების” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, რაფაელ ბენიტესის განკარგულებაში ამიერიდან ისლამ სლიმანი და მარტინ დუბრავკა იქნებიან.

ალჟირელი სლიმანი ბოლოს “ლესტერ სიტიში” თამაშობდა და თავდამსხმელია, ხოლო ჩეხი დუბრავკა პრაღის “სპარტას” კარს იცავდა. “ნიუკასლმა” ორივე ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე საიჯარო ხელშეკრულებით დაიმატა.

აქვე გეტყვით, რომ ბენიტესის გუნდი ფორვარდმა ალექსანდრ მიტროვიჩმა დატოვა, რომელიც ლონდონის “ფულჰემს” შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113558