ფეხბურთი

1:40 | 1.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსია” “ნოუ კამპს” წამყვანი მოთამაშეების გარეშე ესტუმრება

“ვალენსიას” ესპანეთის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ოთხი წამყანი მოთამაშე არ ეყოლება. “ღამურების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ტრავმირებულნი არიან და “ბარსელონასთან” სტუმრად გასამართ დაპირისპირებას გამოტოვებენ: ჯეისონ მურილიო, ეზეკიელ გარაი, ჟოფრი კონდოგბია და გონსალო გუედეში.

“ლოს ჩეს” რიგებში ერთადერთი კარგი ამბავი ისაა, რომ გაბრიელ პაულისტამ ტრავმა მოიშუშა და ვალენსიელები ცენტრალური მცველების გარეშე არ დარჩნენ.

“ღამურები” “ნოუ კამპს” ასეთი განაცხადით ეწვევიან:

მეკარეები: ხაუმე დომენეკი, ნეტო;
მცველები: რუბენ ვეზო, გაბრიელ პაულისტა, მარტინ მონტოია, ნაჩო ვიდალი, ხოსე ლუის გაია, ტონი ლატო;
ნახევარმცველები: ფრანცის კოკლენი, დანიელ პარეხო, ნემანია მაქსიმოვიჩი, კარლოს სოლერი, ფერან ტორესი, ანდრეას პერეირა;
თავდამსხმელები: როდრიგო მორენო, სიმონე ძაძა, ლუსიანო ვიეტო, სანტი მინა.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” და “ვალენსიას” დაპირისპირება 2 თებერვალს საქართველოს დროით 00:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120237