ფეხბურთი

21:00 | 31.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჟირუ "ჩელსიში" გადავიდა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე ლონდონის "არსენალის" ყოფილი თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს. როგორც "არისტოკრატების ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე გააფორმა.

ახალ გუნდში ფრანგი 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ფეხბურთელის ტრანსფერი "ჩელსის" 17.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა.

ჟირუ "მეთოფეთა" რიგებს 2012 წელს "მონპელიედან" შეუერთდა. მას შემდეგ ფრანგმა 253 მატჩი გამართა და 105 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი თავდამსხმელმა 26 შეხვედრაში თავი 7 გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120446