ფეხბურთი

22:35 | 31.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდმა" ლუკებაკიო დაიმატა

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული ნაკრების შემტევი დოდი ლუკებაკიო "უოტფორდი" გადავიდა. როგორც ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელი გუნდში 2022 წლის ივლისამდე დარჩება.

დოდი "ანდერლეხტის" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელია და მთავარ გუნდში 2015 წელს დააწინაურეს. ერთი სეზონის შემდეგ ლუკებაკიო "ტულუზაში" გაანათხოვრეს, მიმდინარე სეზონში კი "შარლელუაში" თამაშობდა იჯარის წესით და გუნდმა შემტევი 29 იანვარს 1.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა. მიმდინარე სათამაშო წელს დოდიმ 20 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130357