ფეხბურთი

21:25 | 31.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სევილიამ" სანდრო რამირესი ინათხოვრა

"ევერტონის" 22 წლის ესპანელი თავდამსხმელი სანდრო რამირესი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით "სევილიაში" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ანდალუსიელთა ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

სანდრო "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2015 წელს დააწინაურეს. ერთი წლის შემდეგ "ბლაუგრანამ" ფეხბურთელი "მალაგაში" გაუშვა. 2017 წელს კი რამირესი "ევერტონმა" 6 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. მიმდინარე სეზონში ინგლისური კლუბის რიგებში ესპანელმა 15 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102885