ფეხბურთი

19:26 | 31.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

BBC: იოზილი "არსენალის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება

გერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი მესუთ იოზილი ლონდონის "არსენალთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს. როგორც BBC-ი იუწყება, ფეხბურთელი ახალი ხელშეკრულების თანახმად "მეთოფეთა" რიგებში 2021 წლის ივლისამდე ითამაშებს და კვირაში გადასახადების ჩათვლით 350 ათასი გირვანქა სტერლინგი ექნება. შესაბამისად, 29 წლის იოზილი კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

მესუთი ლონდონელებმა 2013 წელს მადრიდის "რეალიდან" 42.4 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ დაიმატეს. შემტევ ნახევარმცველს "მეთოფეებთან" კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურება და პირველი იანვრიდან შეეძლო ნებისმიერ კლუბთან მოლაპარაკება ეწარმოებინა, თუმცა დარჩენა გადაწყვიტა.

იოზილმა 2013 წლიდან დღემდე ინგლისური გუნდის მაისურით 182 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 36 გოლი და 64 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონი ევროა.

0.112936