ფეხბურთი

12:50 | 30.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

სტარიჯმა კლუბი შეიცვალა

ინგლისის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა დანიელ სტარიჯმა “ლივერპული” დატოვა და “ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” შემადგენლობაში ითამაშებს.

როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, 28 წლის ფეხბურთელთან სეზონის ბოლომდე საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა.

სტარიჯი “ლივერპულში” სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდიდა და მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ფორმის შესანარჩუნებლად მერსისაიდელთა ხელმძღვანელობას თავად სთხოვა გაშვება. მასთან თანამშრომლობით მილანის “ინტერი” და “ნიუკასლიც” იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა “ვესტ ბრომვიჩმა” ყველას დაასწრო.

შემტევი “ლივერპულში” 2013 წელს “ჩელსიდან” გადავიდა და ამ დროის განმავლობაში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 133 მატჩში 63 გოლი მიითვალა. მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში მხოლოდ 9-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. სტარიჯს “ლივერპულისა” და “ჩელსის” გარდა, “მანჩესტერ სიტიში” და “ბოლტონში” უთამაშია. ინგლისის ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებულ 26 მატჩში მის ანგარიშზე 8 გოლია.

რაც შეეხება სტარიჯის ახალ გუნდს, “ვესტ ბრომვიჩი” პრემიერლიგაში 24 ტურის შემდეგ 20 ქულით “სუონსისთან” ერთად ცხრილის ფსკერზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109146