სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

11:52 | 30.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" "ბოტევის" 17-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

დედაქალაქურმა "საბურთალომ" თურქეთში მორიგი ამხანაგური მატჩი ბულგარეთის უმაღლესი ლიგის მეხუთეადგილოსან პლოვდივის "ბოტევთან" გამართა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა, 2:0. აღნიშნული შედეგი პირველ ტაიმშივე დაფიქსირდა - ჯერ დიმიტრი ტატანაშვილმა გახსნა ანგარიში, შემდეგ კი ორამდე სხვაობა დავით ვოლკოვმა გაზარდა.

პირველი ნახევარი თბილისელთა სრული უპირატესობით წარიმართა - გატანილი გოლების გარდა, კარის აღების კარგი შესაძლებლობა ვაგნერს, გვარაძესა და ტატანაშვილს ჰქონდათ.

მეორე ტაიმი "ბოტევმა" აქტიურად დაიწყო, თუმცა "საბურთალო" კარს კარგად იცავდა. ერთ-ერთ ეპიზოდში თავისიანები ლაზარე კუპატაძემ გადაარჩინა. ერთხელაც ბულგარელებმა ახლო მანძილიდან ვერ გაიტანეს. დარჩენილ დროში "საბურთალომ" რამდენიმე სწრაფი კონტრიერიში განახორციელა. მეკარესთან პირისპირ დიმიტრი ტატანაშვილი გავიდა, მცველი მარტივად ჩამოიშორა, მაგრამ დარტყმული მცირედით ასცდა კარის ჩარჩოს. ერთ ეპიზოდში კი გიორგი კოხრეიძეს მიეცა კარის აღების კარგი შესაძლებლობა, მაგრამ ფლანგური ჩაწოდების შემდეგ, ბურთი კარს ზემოთ გადააცილა.

ამ შეხვედრაში პირველად მოირგეს "საბურთალოს" მაისურა გიორგი რეხვიაშვილმა და გეგა დიასამიძემ, რომლებმაც ბოლო 20 წუთი ითამაშეს თბილისელთა შემადგენლობაში.

თბილისელებმა პირველი შეკრება ორი გამარჯვებითა და ერთი ფრით დაასრულეს. 31 იანვარს ქალაქელები სამშობლოში დაბრუნდებიან, 3 თებერვალს კი გეზს კვლავ თურქეთისკენ აიღებენ, სადაც 18 თებერვლამდე მოემზადებიან.

ბოლოს, ორიოდ სიტყვა დღევანდელ მეტოქეზე - "ბოტევს", რომელიც წლეულს ევროპალიგაზე ითამაშებს, "საბურთალოსთან" შეხვედრამდე 17-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. პლოვდიველებმა გასულ წელს ბულგარეთის თასი და სუპერთასი მოიგეს.

"საბურთალომ" მატჩი ასეთი შემადგენლობით ჩაატარა:

პირველი ტაიმი: კუპატაძე, მალი, გრიგალაშვილი, ცნობილაძე, ლაკვეხელიანი, ელვინ ტერა, გვარაძე, გორგიაშვილი, ვაგნერი, ტატანაშვილი, ვოლკოვი.
მეორე ტაიმი: კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი (რეხვიაშვილი 70), ჩაბრაძე, მამუჩაშვილი, თარხნიშვილი, ალთუნაშვილი, ჯინჯოლავა, კოხრეიძე, ტატანაშვილი, (დიასამიძე 70).

"საბურთალოს" პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.109576
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X