სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

20:20 | 28.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჯიქიას ტრაგედია ქართული შტრიხებით
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

რუსეთის ნაკრების სასარგებლოდ, საქართველოს ეროვნულ გუნდში თამაშის უარმყოფელი, მოსკოვის “სპარტაკის“ მცველი გიორგი ჯიქია, გასულ კვირას ჩინურ “შანხაისთან“ ამხანაგურ“ მატჩში მძიმედ დაშავდა, მყესები გაიწყვიტა და იტალიელი ექიმების დასკვნით, მინიმუმ 5-6 თვეს მწვანე მინდორზე ვერ გამოვა. ეს კი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ჯიქია რუსეთში გასამართ საფეხბურთო მუნდიალში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რაც დამეთანხმებით ყველა ფეხბურთელისათვის დიდი ტრაგედია და უბედურებაა.

ჩვენ ქართველებს მშობლები და ბებია-ბაბუები გვასწავლიდნენ, რომ წაქცეულ ადამიანს წიხლი არ უნდა მიაყოლო უკან და არაფერი ღირსეული არაა იმაში, რომ მიწაზე განრთხმულ თუნდაც უღირს ადამიანს თავზე დაადგე და იქირქილო. ამიტომ, მიდით ჯიქიას პირველ რიგში ფეხბურთის პატივისცემის გამო დროულად გამოჯანმრთელება ვუსურვოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ მის ჯანმრთელობაზე ეს ტრავმა დამანგრევლად არ აისახება.

მოსახდენი მოხდა. გიორგი ჯიქია უკვე რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელია და ამ ამბავს ვერც უკან დავაბრუნებთ და ვერც გამოვასწორებთ. ჯიქია ვეღარასოდეს ითამაშებს საქართველოს ნაკრებში და მან ჩვენთვის სამწუხარო გადაწყვეტილება ჩემი აზრით ყოვლად უპასუხისმგებლოდ და რაც მთავარია სამარცხვინო კომენტარების გაკეთების შემდეგ მიიღო. ყველა ადამიანი თავად სჭედს მის ბედს და ღირსებაც სწორედ ისეთი აქვს - როგორადაც იქცევა, მაგრამ ჯიქიამ ერთი ისეთი რამ თქვა, რაც ქართველ ქომაგებს და არამხოლიდ ქომაგებს არასოდეს დაავიწყდებათ და გიორგი ჯიქიაზე (როგორც ადამიანზე) მეეჭვება ჩვენში გული კიდევ მოუბრუნდეთ.

ალბათ გახსოვთ, რომ როდესაც გიორგი არჩევანის წიმაშე იდგა, მან ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ნაკრებისადმი აშკარა სიმპათია გამოხატა (და მაშინ უკვე ცხადი გახდა იგი საქართველოში ჩამომსვლელი რომ აღარ იყო) და თქვა ის, რაც ალბათ არც ერთ ქართველს (თუკი თავს ჩვენებურად თვლის) არ ეპატიება - მე მეგრელი ვარ. ეს ასეთი ხალხია საქართველოში (Это такой народ в Грузии), რომელსაც თავისი ენა აქვს. საერთოდ არ ჰგავს ქართულსო. რა შუაშია აქ საერთოდ მეგრული ენა? ვისთვის ან რისთვის თქვა ეს სიტყვები და ვინ გაახარა ამით? მეგრულის გარდა, ქართველურ ტომებს ასევე აქვთ სვანური ენა, თუშური, ფშავური, ხევსურული დიალექტები და რა ამით? განყენებულ თემებზე საუბრისას რატომ უნდა გავუსვათ ხაზი ჩვენს კუთხურობას, თუ ამით ჩვენი ქვეყნის ცნობილი და უკვე მრავალსაუკონოვანი მტრის გახარება არ გვსურს?... აი სწორედ ამის გამო გაბრაზდა და განაწყენდა ქართველი ქომაგი, რაც პრინციპში გასაგებია.

ერთმა ჩემმა კარგმა ნაცნობმა (სხვათა შორის დედა ყავს ჯიქია) გიორგის ეს არცთუ საამაყო სიტყვები მისი ახალგაზრდული ასაკით და სიტუაციის არცოდნით ახსნა და ისიც მითხრა, მალე გაიზრდება, აზრზე მოვა და მიხვდება რაც დააშავაო. იმედია ეს ბიჭი მომავალში მართლა მიხვდება საკუთარ საკმაოდ მძიმე შეცდომებს და აღიარებს კიდეც, მაგრამ ეს უკვე ჩვენი პრობლემა ნაკლებადაა, რადგან იგი და მისი საფეხბურთოკარიერა “დიდ რუს ხალხს“ ეკუთვნის, რომლებიც წელს მსოფლიოს ჩემპიონატს ატარებენ და რომ გითხრათ წარმატებას ვუსურვებო - ძალიან მოგატყუებთ. უფრო პირიქით...

გიორგი ჯიქიას კი ტრამვის მიღების შემდეგ საფიქრალად ბევრი დრო ექნება და იმედია სათანადო დასკვნებს სწორედ გონივრული განსჯისა და ფიქრის შემდეგ გამოიტანს. მისთვის ასე აჯობებს, თორემ ჩვენთვის ახლა უკვე სულ ერთია...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.119235
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X