ბლოგი

20:20 | 28.01.2018 | ნანახია 6369 - ჯერ

გიორგი ჯიქიას ტრაგედია ქართული შტრიხებით

რუსეთის ნაკრების სასარგებლოდ, საქართველოს ეროვნულ გუნდში თამაშის უარმყოფელი, მოსკოვის “სპარტაკის“ მცველი გიორგი ჯიქია, გასულ კვირას ჩინურ “შანხაისთან“ ამხანაგურ“ მატჩში მძიმედ დაშავდა, მყესები გაიწყვიტა და იტალიელი ექიმების დასკვნით, მინიმუმ 5-6 თვეს მწვანე მინდორზე ვერ გამოვა. ეს კი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ჯიქია რუსეთში გასამართ საფეხბურთო მუნდიალში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რაც დამეთანხმებით ყველა ფეხბურთელისათვის დიდი ტრაგედია და უბედურებაა.

ჩვენ ქართველებს მშობლები და ბებია-ბაბუები გვასწავლიდნენ, რომ წაქცეულ ადამიანს წიხლი არ უნდა მიაყოლო უკან და არაფერი ღირსეული არაა იმაში, რომ მიწაზე განრთხმულ თუნდაც უღირს ადამიანს თავზე დაადგე და იქირქილო. ამიტომ, მიდით ჯიქიას პირველ რიგში ფეხბურთის პატივისცემის გამო დროულად გამოჯანმრთელება ვუსურვოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ მის ჯანმრთელობაზე ეს ტრავმა დამანგრევლად არ აისახება.

მოსახდენი მოხდა. გიორგი ჯიქია უკვე რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელია და ამ ამბავს ვერც უკან დავაბრუნებთ და ვერც გამოვასწორებთ. ჯიქია ვეღარასოდეს ითამაშებს საქართველოს ნაკრებში და მან ჩვენთვის სამწუხარო გადაწყვეტილება ჩემი აზრით ყოვლად უპასუხისმგებლოდ და რაც მთავარია სამარცხვინო კომენტარების გაკეთების შემდეგ მიიღო. ყველა ადამიანი თავად სჭედს მის ბედს და ღირსებაც სწორედ ისეთი აქვს - როგორადაც იქცევა, მაგრამ ჯიქიამ ერთი ისეთი რამ თქვა, რაც ქართველ ქომაგებს და არამხოლიდ ქომაგებს არასოდეს დაავიწყდებათ და გიორგი ჯიქიაზე (როგორც ადამიანზე) მეეჭვება ჩვენში გული კიდევ მოუბრუნდეთ.

ალბათ გახსოვთ, რომ როდესაც გიორგი არჩევანის წიმაშე იდგა, მან ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ნაკრებისადმი აშკარა სიმპათია გამოხატა (და მაშინ უკვე ცხადი გახდა იგი საქართველოში ჩამომსვლელი რომ აღარ იყო) და თქვა ის, რაც ალბათ არც ერთ ქართველს (თუკი თავს ჩვენებურად თვლის) არ ეპატიება - მე მეგრელი ვარ. ეს ასეთი ხალხია საქართველოში (Это такой народ в Грузии), რომელსაც თავისი ენა აქვს. საერთოდ არ ჰგავს ქართულსო. რა შუაშია აქ საერთოდ მეგრული ენა? ვისთვის ან რისთვის თქვა ეს სიტყვები და ვინ გაახარა ამით? მეგრულის გარდა, ქართველურ ტომებს ასევე აქვთ სვანური ენა, თუშური, ფშავური, ხევსურული დიალექტები და რა ამით? განყენებულ თემებზე საუბრისას რატომ უნდა გავუსვათ ხაზი ჩვენს კუთხურობას, თუ ამით ჩვენი ქვეყნის ცნობილი და უკვე მრავალსაუკონოვანი მტრის გახარება არ გვსურს?... აი სწორედ ამის გამო გაბრაზდა და განაწყენდა ქართველი ქომაგი, რაც პრინციპში გასაგებია.

ერთმა ჩემმა კარგმა ნაცნობმა (სხვათა შორის დედა ყავს ჯიქია) გიორგის ეს არცთუ საამაყო სიტყვები მისი ახალგაზრდული ასაკით და სიტუაციის არცოდნით ახსნა და ისიც მითხრა, მალე გაიზრდება, აზრზე მოვა და მიხვდება რაც დააშავაო. იმედია ეს ბიჭი მომავალში მართლა მიხვდება საკუთარ საკმაოდ მძიმე შეცდომებს და აღიარებს კიდეც, მაგრამ ეს უკვე ჩვენი პრობლემა ნაკლებადაა, რადგან იგი და მისი საფეხბურთოკარიერა “დიდ რუს ხალხს“ ეკუთვნის, რომლებიც წელს მსოფლიოს ჩემპიონატს ატარებენ და რომ გითხრათ წარმატებას ვუსურვებო - ძალიან მოგატყუებთ. უფრო პირიქით...

გიორგი ჯიქიას კი ტრამვის მიღების შემდეგ საფიქრალად ბევრი დრო ექნება და იმედია სათანადო დასკვნებს სწორედ გონივრული განსჯისა და ფიქრის შემდეგ გამოიტანს. მისთვის ასე აჯობებს, თორემ ჩვენთვის ახლა უკვე სულ ერთია...

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (39)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:54 | 14.02.2018
akhali (10758)

როგორ შიძლება ასე წერა?..ჯერ იქნე მთელი სტატია,ინტერვიუ წაეკითხა ავტორს!...წაიკითხა ერთ-ერთ ქართულ საიტზე ინტევიუს ნაგლეჯი,საიდანც ამოფდეული ფრაზა ,დამახინჯებულია კონტექსტი და აზრიც!...ესაა იგივე რუსული,,ურა=პატრიოტული,,პათოსი გადმოქართულეული...
სირცხვილია!
და აქ ზოგიც მაგარ უაზრო კომნტარებს აკეთებს!..მეგრელი და ა.შ...ვიღაც გამოქლიავებულმა კახელმა რყსული დროშაც აღმართა კახეთში საკუთარ ეზოში და ამის გამო მთელი კახეთი უნდა გამოვლანძღო?!...
პ.ს. საინტერესოა ჯიქიქს კრიტიკოსებიდან -ჯიქიას ადგილზე რამდენი მიიღებდა სხვა,საქართველოს ნაკრების სასარგებლო გადაწყვეტილებას გადაწყვეტილებას.რამდენი იტყდა უარს წელიწადში მილიონ დოლარზე დაახლოებით?..მგონი ძალიან იშვიათი/...

10:01 | 31.01.2018
shalva (2523)

უბრალოდ რომ დიკიდოთ და არაფერი დაწეროთ არ გინდათ, რახან გვარი აქვს ქართული ქართულად ხომ ვერ იქზროვნებს? რუსულად გაიზარდა და რუსია.

12:27 | 30.01.2018
irakli231980 (14)

კარგი სტატიაა, ვეთანხმები ყველაფერში

22:36 | 29.01.2018
O. Mertskhali (2015)

მგონი, ეს უბრალოდ არის რიგითი რუს-ქართველი, რომელიც როცა დადგა არჩევანის წინაშე აირჩია რუსეთი, რადგან, ალბათ მიხვდა, რომ ჩვენი ნაკრების ძირითადში არ მოუწევდა თამაში (კაშია-კვირკველიას გამო) და აირჩია ის ნაკრები სადაც ძირითადს დაპირდნენ, თანაც მსოფლიო ჩემპიონატზე. სულ ესაა; და ზოგადად, მგონი, მეტი პატივისცემაა საჭირო განსხვავებული აზრის მიმართ: ზოგს (ბევრს) სულ არ აინტერესებს ეს პატრიოტიზმი (პირადად ჩემთვის, ძალიან სამწუხაროდ) და არის უბრალოდ კოსმოპოლიტი; შესაბამისად არც პოლიტიკაზე წუხს და არც იმაზე, რომელი ტერიტორია ვის ეკუთვნის და საერთოდაც, ბევრი არც იმისთვის იმწუხარებს თავს, ვიღაცას თუ შია სადღაც აფრიკაში და არ ფიქრობს რომ ამ საკითხის გადაწყვეტა მისი კომპეტენციაა და ა.შ.

10:54 | 29.01.2018
LApaata (895)

აღარაა საჭირო ამ თემის განვცობა აქ, ყველამ ვიცით რაცაა საქართველოში. საქართველოში დაბადებულს ვისაც ქართველობა არ უხარია ყველას დედას შე>>ლე!!

10:29 | 29.01.2018
Walkabout (1869)

ჯიგარი ხარ ლევან ეგ რომ დაწერე და ზოგიერთივით ფარისევლურად ერთი ადგილი არ აათამაშე, სიმართლეს გაუმარჯოს...

04:05 | 29.01.2018
jerar-toria-liverpool (79)

მოგმართავ შენ ავტორო ამ სტატიის,რო ამბობ ჯიქიამ თქვა ქართველი არ ვარ მეგრელი ვარო და ამით მარტო მეგრელები გაახარაო ჯერ დაფიქრდი რას წერ,მეგრელებს ამით შეურაცყოფას გვაყენებ,შენზე ნაკლებად უყვარს საქართველო მაგისი რა და არავისზე ნაკლებად არ მიყვარს საქართველო,ჯიქია რო არასწორია მტელმა სამეგრელომ იცის,ვენაცვალე ყველა სწორ და მართალ ხალხს საქართველოს ნებისმიერ კუთხისას,უბრალოდ იცოდე რო ამ სტატიით ჯიქიაზე უკეთესი არც შენ გამოდიხარ და ნუ ხარ ინტრიგანი,ჩვენ მეგრელები ქართველები ვართ სამეგრელოს კუთხიდან და ასე ფიქრობს ყველა და ხალხი ნუ შეგყავს შეცდომაში,გეტყობა რო მეგრელები გძულს

12:28 | 30.01.2018
irakli231980 (14)

მეგრელები კი არა ნაბ ... რი რუსები გაახარა

23:48 | 29.01.2018
nikopep (39)

სად წერია აბა მეგრელები გაახარაო, ყურადდღებით წაიკითხე!
ვინ გაახარა ამით? მეგრულის გარდა, ქართველურ ტომებს ასევე აქვთ სვანური ენა, თუშური, ფშავური, ხევსურული დიალექტები და რა ამით?

03:57 | 29.01.2018
jerar-toria-liverpool (79)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

03:10 | 29.01.2018
დურანტულა (6171)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

03:08 | 29.01.2018
დურანტულა (6171)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

03:06 | 29.01.2018
დურანტულა (6171)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

01:14 | 29.01.2018
წინ ბათუმის დინამო!!! (140)

ჯერ იყო და გოგიაზე შეგ...ით ახლა ჯიქიაო...რად გინდათ ან რაში გაინტერესებთ მათი ხვედრი!? მიიღო და იმის იქით გზა ქონია,არ მყავდეს მსოფლიო დონის ვარსკვლავი

01:09 | 29.01.2018
წინ ბათუმის დინამო!!! (140)

80% ჩვენი(მეგრელების) აქ სამწუხაროდ ასე ფიქრობს,სამწუხაროდ აფხაზეთშიც ასე ფიქრობდნენ თავის დროზე,მიმაჩნია რომ ეს იყო აფხაზეთში ჩვენი დამარცხების მთავარი მიზეზი

02:35 | 29.01.2018
ერეკლე II (76)

აზრზე მოდი რას ამბობ

00:43 | 29.01.2018
BEERTRANCE (96313)

და რატო უნდა ვახსენოთ საერთოდ?

00:43 | 29.01.2018
დურანტულა (6171)

ჯერ ქართველის რა უგავსს ამას ფიზიკურად.გვარიც შეიძლება შეცვლილი ქჰონდა მამამისს და ქართულად გადაკეთებული.ჩრდილო კავკასიელს ჰგავს.იმ მთიელებს,არამარტო აზროვნებით,ფიზიკურადაც არ ჰგავს ქართველს.

00:41 | 29.01.2018
დურანტულა (6171)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

02:37 | 29.01.2018
ერეკლე II (76)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

03:05 | 29.01.2018
დურანტულა (6171)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

00:38 | 29.01.2018
დურანტულა (6171)

რაში გვაინტერესებს ვიღაცა რუსს რა ჭირს და რა დაემართა? გვარი არაფერს ნიშნავს მარტო.ის ტეხავს მასეთ კაცს ქართული გვარი რომ აქვს უფრო.ამიტომ გვკიდია ვიღაცა ჟორაა თუ ვალოდია მაგრად.

00:19 | 29.01.2018
ohoi (114)

ზედმეტი მოგდის სტატისს ავტორო, ცრუ პატრიოტიზმს მოეშვი რა. ბიჭი იქ დაბადებული და გაზრდილია და თავისი არჩევანო გააკეთა.

23:35 | 28.01.2018
ohoi (114)

ზედმეტი მოგდის სტატისს ავტორო, ცრუ პატრიოტიზმს მოეშვი რა. ბიჭი იქ დაბადებული და გაზრდილია და თავისი არჩევანო გააკეთა.

23:22 | 28.01.2018
LApaata (895)

ნუ დაემსგავსები სუსტ ადამიანს ავტორ!!! სამაგიეროს გადახდა და შური, სუსტი ადამიანის ხვედრია
დაიკიდე ის ვინს ღირსიც არაა ყურადღების, მე და აქ ბევრს სულ გვკიდია მის ნაირი კაცუნიები.))

22:56 | 28.01.2018
zanzibari (246)

Tavis ojaxs da axloblebs miayena sheurawyopa tavisi daukvirvebeli upasuxismgeblo saubrit nu ras vizamt tu cota ar iyos uchkuo kacia ise rac upro nakleb yuradghebas mivaqcevt mit naklebad gagvaghizianebs.

22:48 | 28.01.2018
kaxich (17)

ხო რა, მო...ვნია, გვკიდია ეს ადამიანი , ჩემი ნება რომ იყოს საქართველოში არ შემოვუშვებდი. იყოს სამშობლოში და ტრავმას რაც შეეხება ერთი მაგისიც...არ მაინტერესებს

22:30 | 28.01.2018
matri (2773)

უბრალოდ ნუ წერთ რაა ამ კაცზე! ტიპს ქართული სახელი და ქართული გვარი აქვს მაგრამ ქართველობის არაფერი ეტყობა და აქვს. რუსია!!! რუსი! სულით და გულით რუსი! ტყუილად კი არ აირჩია რუსეთის ნაკრები. და რაში გაინტერსებს ვიღაც რუსის ისტორია! ჯადაბამდე გზა ქონია.

22:27 | 28.01.2018
ბაგი-რეი (1015)

ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ, ისაა რომ არ ვილაპარაკოთ იმ კაცზე.

22:24 | 28.01.2018
თორღვა პანკელი (578)

როგორც კი სათაური ვნახე იმ წუთში ვიფიქრე რომ მაგარი შედევრი სტატია იქნებოდა და არც შევმცდარვარ, მსგავს სი-ობას იშვიათად წაიკითხავ, რატომ არ შეგიძლიათ რომ გაანებოთ თავი ამ ჯიქიას.

22:13 | 28.01.2018
lagashi (2486)

ისე კაი იქნებოდა გვცოდნოდა რა გარემოში გაიზარდა, მხოლოდ მამა ხომ არ ჰყავს ქართველი და სხვა მხრივ სულ რუსების გარემოცვაში ხომ არ გაზრდილა?! თუ ასეა მაშინ რა მისი ბრალია რომ კარგად არ იცის საქართველოს ამბები, მაგრამ თუ მის გარშემო ქართველებიც ტრიალებდნენ და არასოდეს აუხსნეს აქ რა და როგორაა მაშინ არ არის ეს სახუმარო ამბავი.

21:55 | 28.01.2018
ბაგი-რეი (1015)

ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ, ისაა რომ არ ვილაპარაკოთ იმ კაცზე.

21:43 | 28.01.2018
გოგლა (59)

ავტორო ყაზახეთის ნაკრებში ლორია რომ თამაშობს მასზე რატომ არ წერ ესეთ სტატიებს... არ გინდათ აქ პოლიტიკურად შემოგდებული სტატიები ნუ აღიზიანებთ ხალხს, ჯიქიას ქართველი და მეგრელი სხვადასხვა თუ გონია ეს მისი პრობლემაა - ბნელი და გაუნათლებელია ალბათ... ან ამხელა სიძულვილის ენაზე დაწერილი სტატია რა უბედურებაა

02:14 | 30.01.2018
ogafa (6773)

+

21:39 | 28.01.2018
Winstona (108)

ჩაკიდოს ხელი ს.პავლიაშვილს და უმღეროს გასახდელში რუსებს წუპაკი მამაძაღლები

21:24 | 28.01.2018
ირაოლა (211)

ილორის წმინდა გიორგი გაწყრომია თურმე....

21:23 | 28.01.2018
valeri8848 (1751)

სტატია არც მე მომეწონა და რატომ შეფარვით მაგრამ მაინც აშკარად ეტყობა პოლიტიკის სუნი, ამ ჯიქიაზე კი ვიტყვი რომ ყველა ადამიანი იმას აკეთებს რაც იცის და რაც შეუძლია, და რაც არ შეუძლია იმას ვერასოდეს ვერ გააკეთებს. ისე საქართველოს ნაკრები ასე დაქვეითებული რომ არ იყოს და მსოფლიო ათეულში იყოს ნაკრებში ჯიქიას ადგილი ნამდვილად არ იქნებოდა, და ჯიქიაც არვის გაახსენდებოდა........

21:22 | 28.01.2018
paata2727 (249)

არ ვიცი რატო დამიბლოკეთ კომენტარი....ვთქვი, რომ ჯიქია აზრზე არაა....სამეგრელოს ნაკრებში თუ ითამაშებდათქო...???? ეგ არც მეგრელია და არც ქართველი...გარუსებული ღრუზინია...თან ძააან აროგანტი....ნახეთ მისი ინტერვიუები...გულისამრევია...ასეთები არაფერში გვჭირდება...ჟალ...ჩტო ევო ნე ბუდეტ ნა პუტინსკოი ტურნირ..

21:22 | 28.01.2018
Somelio (700)

ასე მოაზროვნეები გონზე ვერ მოვლენ რადგანაც რუსეთში ცხოვრობს.

21:19 | 28.01.2018
paata2727 (249)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

21:16 | 28.01.2018
ogafa (6773)

სირია ამის დამწერი

21:08 | 28.01.2018
რაჭა (9391)

მეგრელი არ გავს ქაართვეელსო??? აბა ქართველი რაღაა....მოკლედ ასეთი აზროვნების კაცმა ზუსტად ის ქვეყანა აირჩია სამშობლოდ რა გონებითაც აზროვნებს.
რაც შეეხება ამის ტრავმას არც გამხარებია და არც მწყენია...მოკლედ, მკიდია ესეც და მის მაგვარიც.

20:59 | 28.01.2018
კორბენ ტანჯული (10941)

აი ეს არის თანამედროვე სპორტული და არამარტო სპორტული ჟურნალისტიკა საქართველოში. თიმსალ მაკოც არ იკადრებდა ამას პატივცემულო ავტორო
კაცი რო იმას იტყვის, ქართველი არ ვარ მეგრელი ვარო, საქართველოს ნაკრებში რა უნდა ? ძალიანაც კარგი, თუ რუსეთი აირჩია. ჩვენ ჩვენი კრეტინებიც გვეყოფა ქვეყანაში.
მაგრამ სტატიის უცნაური პათოსი იმაშია, რომ ჯიქიას ტრავმა ფაქტიურად მის ვითომ არასწორ არჩევანს დაუკავშირე. მაგრად ტეხავს ასეთი აზროვნება, მაგრად...

16:56 | 29.01.2018
მათეუს (69)

სტატიის კომენტარებში შენს კომენტარებს ვეძებ ხოლმე თუ შემხვდა. ყოველთვის გამართულად, ლოგიკურად და ლაღად საუბრობ. აქაც გეთანხმები.

15:23 | 01.02.2018
კორბენ ტანჯული (10941)

დიდი მადლობა, გაიხარე ჯიგარო.

20:46 | 28.01.2018
გოგლა (59)

აქ ამბავი ატყდებააააააა......ისე ეს სტატია წყევლას უფრო გავს DDD საღოლ

20:44 | 28.01.2018
გოგლა (59)

აქ ამბავი ატყდებააააააა......ისე ეს სტატია ყევლას ოფრო გავს DDD საღოლ

სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.118398