ფეხბურთი

23:30 | 27.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკომ” 16 წლის ფორვარდი გაიფორმა

“მონაკომ” 16 წლის ფორვარდი პიეტრო პელეგრი გაიფორმა. “მონეგასკების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, თინეიჯერმა ფეხბურთელმა ლიგა 1-ის მოქმედ ჩემპიონთან კონტრაქტი დღეს გააფორმა.

იტალიის 19 წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელის სანაცვლოდ, “ჯენოა” 25 მილიონ ევროს მიიღებს.

პიეტრო ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა. სიმაღლეში 196 სანტიმეტრია და ბევრი ზლატან იბრაჰიმოვიჩს ადარებს. პელეგრიმ მიმდინარე სეზონში გენუური კლუბის მაისური 7-ჯერ მოირგო და 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109671