ფეხბურთი

23:00 | 27.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

კავანი პსჟ-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია

ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ედინსონ კავანი 157 გოლით "პარი სენ ჟერმენის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. "მონპელიესთან" მოგებულ ლიგა 1-ის 23-ე ტურში სამხრეთამერიკელმა ანგარიში მე-11 წუთზე გახსნა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის რეკორდი გააუმჯობესა.

კავანი ფრანგულ გრანდში 2013 წელს "ნაპოლიდან" გადავიდა და რეკორდი 227 მატჩში დაამყარა. მიმდინარე სეზონში ედინსონმა 31შეხვედრა ჩაატარა და თავი 27-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110624