ფეხბურთი

15:20 | 27.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” ბრაზილიელი ნახევარმცველისთვის 30 მილიონი გაამზადა

“ბარსელონა” ბრაზილიური “გრემიოს” ნახევარმცველის არტურ რამოსის შეძენითაა დაინტერესებული. UOL Eსპორტე-ს ინფორმაციით, კატალონიური კლუბის წარმომადგენლები 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე შესათანხმებლად ბრაზილიელებს მომავალ კვირაში შეხვდებიან.

“ბარსელონა” მზადაა, რამოსის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს და ფეხბურთელი ზაფხულამდე ისევ “გრემიოში” დატოვოს.

არტურ რამოსი “გრემიოს” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, პირველ გუნდში კი 2016 წლიდან ირიცხება. მიმდინარე სეზონში 28 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. რამოსს უთამაშია ბრაზილიის 17 და 20-წლამდელთა ნაკრებებში.

0.113478