ფეხბურთი

22:00 | 25.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

სუბოტიჩი "სენტ-ეტიენს" შეუერთდა

დორტმუნდის "ბორუსიას" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ნევენ სუბოტიჩი კარიერას "სენტ-ეტიენში" გააგრძელებს. როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 29 წლის სერბი ახალ გუნდში 2019 წლის ივლისამდე დარჩება.

2008 წელს იურგენ კლოპმა სუბოტიჩი "დორტმუნდში" გადაიყვანა და მას შემდეგ ნევენმა ბუნდესლიგა ორჯერ მოიგო და გერმანიის თასსაც დაეუფლა. "ბორუსიას" რიგებში 263 მატჩი ჩაატარა და თავი 18 გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108917