ფეხბურთი

16:18 | 24.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ მასკერანო ჩინეთში გაუშვა

კატალონიური „ბარსელონას“ არგენტინელი ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო კარიერას ჩინეთში, კერძოდ „ჰებეი ჩაინა ფორჩუნში“ გააგრძელებს.

33 წლის ფეხბურთელს სხვადასხვა დროს „რივერ პლეიტში“, „კორინთიანსში“, „ვესტ ჰემში“ და „ლივერპულში“ უთამაშია, უკანასკნელი 7,5 წელიწადი კი „ბარსელონაში“ გაატარა და გუნდთან ერთად 18 ტიტული მოიგო.

მასკერანოს არგენტინის ეროვნულ ნაკრებში 2003 წლიდან 141-ჯერ უთამაშია. მისმა ახალმა გუნდმა ჩინეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123239