სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

14:56 | 23.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

უეფა სახელფასო ზღვარის დაწესებას და აგენტების შეზღუდვას გეგმავს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

უეფას პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინის მდიდარი კლუბების ფინანსური შესაძლებლობების შემცირება და საფეხბურთო აგენტების მუშაობის სტილის შეცვლა სურს.

The Telegraph-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩეფერინი ამბობს, რომ უეფა ვალდებულია შეაჩეროს მდიდარი კლუბები, რომლებიც საუკეთესო ფეხბურთელებს ყიდულობენ და ამით საშეჯიბრო ბალანსი ირღვევა. ალექსის სანჩესის მაგალითის ფონზე, რომელიც ახლახანს „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეუერთდა და კვირაში 500 ათას გირვანქა სტერლინგს მიიღებს, პრეზიდენტი ამბობს, რომ ახალი რეგულაციებით „ასეთ ფუფუნებაზე დამატებითი გადასახადი დაწესდება“.

საუბარია სახელფასო ზღვარის დაწესებაზე, რომლის გადაცილების შემთხვევაში კლუბებს დამატებითი გადასახადი დაეკისრებათ.

უეფა გუნდებს ფეხბურთელთა რაოდენობასაც შეუზღუდავს. დაწესდება ზღვარი, რომლის თანახმადაც გუნდს შეეზღუდება გარკვეულზე მეტი რაოდენობის ფეხბურთელების შეძენა, განათხოვრება, ან ამავე წესით აყვანა. ამან ხელი, შესაძლოა, „ჩელსის“ შეუშალოს, რომელსაც 20-ზე მეტი მოთამაშე ჰყავს განათხოვრებული.

ჩეფერინის აზრით, თანამდეროვე ფეხბურთში ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას საფეხბურთო აგენტების მუშაობა წარმოადგენს.

„უნდა დავაწესოთ ზღვარი საფეხბურთო აგენტებისთვის იმ თანხაზე, რომელსაც ისინი კლუბებისგან იღებენ. თუ მოთამაშე სულელი აღმოჩნდება, დაე გადაუხადოს აგენტს საკუთარი ჯიბიდან. ამას ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ“ - ამბობს უეფას პრეზიდენტი და აგრძელებს:

„დღესდღეისობით აგენტები კლუბებს ულტიმატუმს უყენებენ: „ან მიხდი ტრანსფერის ღირებულების 50%-ს, ან ეს მოთამაშე სხვა გუნდში გადავა“, ან - „თუ გსურს ამ მოთამაშის შეძენა, ის სხვა ორიც უნდა შეიძინო“. რატომა არაა დღემდე ეს სისტემა ლიცენზირებული? დღევანდელი მონაცემებით აგენტად გახდომა ყველას შეუძლია, მკვლელსაც კი“.

ჩეფერინი ჩემპიონთა ლიგის „ფანტასტიურ პროდუქტად“ ქცევაზეც საუბრობს, თუმცა იქვე ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს სუპერლიგის დაარსებაზე ფიქრიც არ ღირს.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.109846
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X