ფეხბურთი

22:30 | 22.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სანჩესი “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელია

“არსენალის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ალექსის სანჩესი, კარიერას “მანჩესტერ იუნაიტედში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია “წითელი ეშმაკების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ჩილელი შემტევის კონტრაქტის დეტალები და სატრანსფერი თანხა ჯერჯერობით უცნობია.

“მე აღელვებული ვარ, მსოფლიო უდიდეს კლუბში გადასვლით. შესანიშნავი სამწელიწადნახევარი გავატარე “არსენალში”, რომელთანაც ბევრი პოზიტიური მოგონება მაკავშირებს, თუმცა “ოლდ ტრაფორდზე” თამაშის და ჟოზე მოურინიოსთან მუშაობის შანსზე უარს ვერ ვიტყოდი.

მოხარული ვარ, რომ “იუნაიტედის” ისტორიაში პირველი ჩილელი მოთამაშე ვიქნები და ვიმედოვნებ, რომ გულშემატკივრებს მაქსიმალურად ვაჩვენებ იმას, რის გამოც კლუბს ჩემი შეძენა სურდა”, - განაცხადა სანჩესმა.

შეგახსენებთ, რომ სანჩესი “არსენალში” 2014 წელს “ბარსელონადან” 31.7 მილიონ გირვანქა სტერლინგად გადავიდა. მან ლონდონური კლუბის მაისურით 165 შეხვედრა ჩაატარა და 80 გოლი გაიტანა.

29 წლის ჩილელმა მიმდინარე სეზონში 22-ჯერ ითამშა, მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.111809