ფეხბურთი

21:00 | 21.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

გისდოლს "კიოლნთან" წაგება ძვირად დაუჯდა

"ჰამბურგის" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარკუს გისდოლი გაათავისუფლა. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

"ჰამბურგმა" ბუნდესლიგის ბოლო ოთხი მატჩი წააგო, ბოლო შეხვედრაში კი, შინ გერმანიის ჩემპიონატის აუტსაიდერ "კიოლნთან" განიცადა მარცხი (0:2). აღნიშნული წარუმატებეი სერიის გამო გისდოლის გუნდი ბოლოსწინა ადგილზე 15 ქულით იმყოფება. მარკუსმა "ჰამბურგი" 2016 წლის სექტემბერში ჩაიბარა და დღემდე ჩატარებული 52 შეხვედრაში მისმა შეგირდებმა 16 მოიგეს, ხოლო 10 მატჩში ფრე დააფიქსირეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120385