ბლოგი

20:00 | 21.01.2018 | ნანახია 2713 - ჯერ

უკვე მეორე “ზამთრის თასი“ არველაძეების, ქეცბაიას და ცხადაძის გარეშე...

ბოლო ორი წელია, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით თბილისის ახალ სპორტის სასახლეში შესანიშნავი ტურნირი - “ზამთრის თასი“ იმართება, სადაც ვეტერანი ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული 6 ნაკრები ხვდება ერთმანეთს და გამორჩეულად სასიხარულოა, რომ ეს ორივე გათამაშება საქართველოს ვეტერანთა ნაკრების ღირსეული და ეჭვმიუტანელი გამარჯვებით დასრულდა.

ამ ტურნირზე ფეხბურთის ქომაგები ბევრ ცნობილ და მთელს მსოფლიოში ლეგენდად ქცეულ მოთამაშეს ხვდებიან და საქართველოს ნაკრების გამარჯვების გარდა, განსაკუთრებული ხიბლი ამასაც აქვს. მაგალითად წელს, ტურნირში ჩვენი გუნდის გარდა უეფას ნაკრები (რომლებიც ძირითადად ცნობილი რუმინელი ფეხბურთელებით იყვნენ წარმოდგენილნი) იტალიის, ესპანეთის, უკრაინის და თურქეთის ვეტერანთა გუნდები გამოდიიოდნენ და სანახაობა როგორც იტყვიან მართლაც შედგა. ჩვენი გუნდის კაპიტანს - კახი კალაძეს კი “ახალი სუნთქვა“ გაეხსნა, ნაკრებში მცველის ნაცვლად შემტევად ითამაშა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირობაც ალალად დაიმსახურა.

კიდევ ბევრი კარგი რამის თქმა შემიძლია ამ ტურნირის მისამართით, რომელსაც მეორე წელის ერთგულად ვესწრებოდი და სიამოვნებაც არ მომკლებია, მაგრამ როგორ არ უნდა ვახსენოთ ის ფაქტი, რომ საქართველოს ვეტერანთა ნაკრებში არ ჭაჭანებენ ჩვენი გუნდის ისეთი შეუცვლელი ფიგურები, როგორებიც ძმები არველაძეები, კახი ცხადაძე და თემურ ქეცბაია იყვნენ. ჩვენ ვიცით, რომ მთელი რიგი მიზეზების გამო საქართველოს ფეხბურთისა და პოლიტიკურ ელიტას ხსენებულ ადამიანებთან არცთუ კარგი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ პირადად ჩემი აზრია და დარწმუნებული ვარ ბევრი მეთანხება იმაში, რომ უცხადაძეო, უარველაძეებო და უქეცბაიო ვეტერანთა ნაკრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაზე, მის მმართველებზე და პატივცემულ თბილისის მერზე კარგს არაფერს გვეუბნება.

აქ არაა განსახილველი და არცაა საინტერესო, ვინ ვისზეა ნაწყენი, ვინ ვის მოუგო არჩევნებში და ვინ ვის რა გადამატებული სიტყვა უთხრა. როდესაც შენ ხარ მმართველი და ვეტარანთა ტურნირს ატარებ, სწორედ შენზეა პასუხისმგებლობა, რომ არავის ღვაწლი არ დარჩეს დაუფასებელი და ყველას ისე მიეგოს პატივი - როგორ იმსახურებენ. და თუკი ჩვენს მიერ ჩამოთვლილი ადამიანები არ იმსახურებენ საქართველოს ვეტარანთა ნაკრებში თამაშს, ან ქომაგები არ ვიმსახურებთ თემურ ქეცბაიას ჯიგრიანი თამაშით და შოთას სუპერ-გოლების კიდევ ერთხელ ტკბობას - მაშინ გვითხრან და განგვიმარტონ.

მაგრამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალბათ ხვდება, რომ აბსურდი იქნება მისი მხრიდან იმის ახსნა, რომ ეს ყველაფერი “შემთხვევითობის“ ბრალია და შემთხვევის, ანდა დამთხვევის გამო არ მოხდა მაინცდამაინც იმ ფეხბურთელების მოწვევა, რომლებსაც პირადად მასთან არა აქვთ კარგი ურთიერთობა. არავინ მოითხოვს მათგან ყალბი შერიგების სცენების დადგმას და აფერისტულად გადახვევა-ჩახუტებებს. ჩვენ გვინდა, რომ ქომაგებისადმი ცოტა მეტი პატივისცემა იქნას გამოჩენილი და არ დავივიწყოთ ის ფეხბურთელები, რომელთა მხრებზეც გადაიარა ავად თუ კარგად შექმნილმა, ჩამოყალიბებულმა და აქამდე მოსულმა ჩვენს ნაკრებმა და საფეხბურთო ისტორიამ.

ბოლოს დავსძენ, რომ ამ ბლოგის მიზანი არაა, ვინმეს მხილება, თვალების ბრიალი და ჯაჯგური. ჩვენი სურვილია, შეცდომები დამნახავმა დაინახოს, გამოასწოროს და მომავალ ამ თუ სხვა ტურნირებზე დაძლეულ იქმნას წყენა და ბოღმა, წინა პლანზე პროფესიონალიზმი დადგეს და ჩვენც ერთნაირად დავტკვებით ლევან კობიაშვილის უზადო პასებით, კახი კალაძის კლასით, თემურ ქეცბაიას უშრეტი ენერგიით, კაცი ცხადაძის თავდადებით და ძმები არველაძეების სილაღითა და თავისუფლებით. ჩვენ მხოლოდ ეს გვინდა!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით დაარსებული ეს მშვენიერი ტურნირი - “ზამთრის თასი“ კი იმედია მრავალ ათწლეულს გაუძლებს!

Loading...

კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:29 | 22.01.2018
BEERTRANCE (97819)

ჰოდა რა გამოდის მთავრობა რო შეიცვლება ქოცების მლოკავებმა აღარ უნდა იკადრონ მისვლა ან / და არ უნდა მიიწვიონ?

18:22 | 22.01.2018
# KoRBeN DaLLaS # (13276)

ქოცებს თავიანთი კომპოტი უსწორდებათ ზამთარში. ცხადაძე და არველაძეები პირის გემოს გაუფუჭებდნენ

12:16 | 22.01.2018
dinamo222 (4436)

ცხადაძე არ ვიცი და დანარჩენები ნაცების მლოკავები არიან და როგორ გგონიათ ქოცების მოწყობილ რამე ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას ? DD

10:27 | 22.01.2018
salazar (1479)

მე როგორც ვიცი არველაძეებს გაუგზავნეს მიწვევა, მაგრამ თავად თქვეს უარი. აჩიზეა საუბარი თორე შოთი რო ვერ ითამაშებდა ხვდებით ალბათ.
ქეცბა კიდე აქ ჩამომსვლელი აღარ არის. კონფლიქტი არაფერ შუაშია. კარიერა დაენგრა ტიპს ქვეყნის გამო ))
ჰოდა რავი მაინც და მაინც ზედმეტი ნუ მოგივათ.
ყოფილი გუნდის კაპიტანს, რომ შვილების მკვლელობით ემუქრებოდნენ მაშინ უნდა დამდგარიყო გუნდი ერთად, მაგრამ პირიქით ზუსტად მაშინ დაიწყეს ერთმანეთის ჭამა. საფეხბურთო სამყარომ მომიტევეთ და ჩაი..ვა. ხოდა რა გიკვირთ, რომ დღემდე ჩაჯ..ები არიან.
ვერ წარმომიდგენია ვინმე , თუნდაც პრეზიდენტი გორგოძეს რამით დაემუქროს და მთელი რაგბის სამყარო არ გაერთიანდეს. ან ვინ გაუბედავს საერთოდ მაგას?!
ესენი კიდე... ჩაჯ..ლები.

23:29 | 21.01.2018
BEERTRANCE (97819)

ტრადიციული ღრუზლანდიური.

22:01 | 21.01.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

ხო რაც შეეხება დასწრებას ამ თამაშებზე. მან ვისაც რეჟისორი უწოდეთ მართლა მაგარი უნიჭოა, ეს დრო 12-14 იანვარი რომ ვერ შეკრებდა მაყურებელს ეს ძალიან ადვილი მისახვედრი უნდა ყოფილიყო

21:58 | 21.01.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

როდესაც ვეტარანებზეა საუბარი საქართველოში და არ ახსენო შოთი, ქეცბაია ეს სულ მცირე უნამუსობაა.თუ ვინმე ცხადაძეზე წინ რამით დააყენებს თავის თავს ეს მის თავმოყვარეობაზე იყოს. მე სულ მკიდია ვინ ვის რა აწყენინა!!

21:56 | 21.01.2018
geo_manche (213)

ეს იყო სპეკტკლი სადაც უნიჭო რეჟისორი თვითონ ირჩევდა მსახიოებს და ცდილობდა შეექმნა რაღაც, რომელიც საბოლოოდ ცარიელი დარბაზით გამოიხატა.
ისე ჟურნალისტებმა აქ წერის და აზრის გამოხატვის მაგივრად რეჟისორებს რომ დაუსვათ კითხვები ურიგო არ იქნებოდა.

20:23 | 21.01.2018
zirzikichi (2340)

ვეთანხმები ავტორს, მოედანზე ქეცბაიას რომელიც სულს და გულს დებდა ნაკრების თამაშში, ასევე არველაძე რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უძლიერესი თავდასხმელია, ცხადაძეზეც იგივის თქმა შეიძლება თავის პოზიციაზე ალბათ ერთ-ერთი უძლიერესი მცველი.

20:15 | 21.01.2018
kutaiseli7 (1444)

ამ გაპარტახებულ, გაუბედურებულ ქართულ ფეხბურთს ასეთი სანახაობები ვერაფერს შეძენს. ვეტერანთა ერთი ჯგუფი თავისას ისწორებს და მორჩა. რა ჯდება ამ ზამთრის თასის ჩატარება. 100 ათასი? თუ მეტი? დარბაზი მეოთხედი არ ივსება თამაშებზე და ეს არის დიდი ინტერესი? უკეთესი იქნება ბურთები, ეკიპირება უყიდეთ ამ ფულით ბავშვებს, მოედნები მოუწესრიგეთ.

14:11 | 22.01.2018
ogafa (7815)

+++

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.098492