ფეხბურთი

20:33 | 20.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნში" გორეცკას გზა ვიდალზე გადის

მიუნხენის “ბაიერნისა” და არტურო ვიდალის გზები შესაძლოა ზაფხულში გაიყაროს. Bild-ის ინფორმაციით, ლეონ გორეცკას ყიდვის შემდეგ “რეკორდმაინტერის” რიგებში ვადალი ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაკარგავს და შესაბამისად, ახალი ნავსაყუდელის ძიება მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ ვიდალის შენარჩუნება დიდად არც გერმანულ გუნდს სურს. აქამდეც, არაერთხელ გავრცელდა ცნობა, რომ ჩილელი ფეხბურთელი “ბაიერნის” დატოვების კანდიდატი იყო. ვიდალის მომავალს ყველაზე მეტად “ჩელსის” უკავშირებენ.

შეგახსენებთ, რომ არტურო ვიდალი “ბაიერნში” 2015 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირის ჩათვლით 24 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.134139