ფეხბურთი

16:39 | 20.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა პსჟ-ს მთავარი სამიზნეა

“პარი სენ ჟერმენი” შესაძლოა პეპ გვარდიოლამ ჩაიბაროს. ესპანელი სპეციალისტი პარიზული კლუბის შესაძლო მწვრთნელების სიაში პირველ ადგილზე იმყოფება. იმ შემთხვევაში თუ პსჟ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, უნაი ემერის მთავარი მწვრთნელის პოსტს დაატოვებინებენ, ხოლო გვარდიოლა მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი იქნება.

Daily Mirror-ის ცნობით, პარიზული გუნდის ხელმძღვანელების მთავარი მიზანი დამდეგ ზაფხულს სწორედ “სიტის” თავკაცის გადაბირება იქნება და ამისთვის დიდძალი თანხის გაღებასაც აპირებენ. თუმცა, კონკრეტული ციფრები ჯერ არ გაჟღერებულა.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლა “მანჩესტერ სიტის” 2016 წლიდან თავკაცობს. გასული სეზონი ინგლისურ გუნდს წარმატებული არ ჰქონდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ძალზე წარმატებულად თამაშობს და პრემიერლიგას დიდი უპირატესობით ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108928