ფეხბურთი

16:12 | 20.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსმა "რეალში" ბონუჩის ტრანსფერი ისურვა

ლეონარდო ბონუჩი მადრიდის “რეალში”? – ჯერჯერობით აღნიშნულ საკითხზე არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა Elbernabeu.com-ის ინფორმაციით, “სამეფო კლუბის” კაპიტანი სერხიო რამოსი დაცვის ცენტრის გაძლიერებას დაჟინებით ითხოვს.

მეტიც, რამოსს ფლორენტინო პერესისთვის მისთვის სასურველი კანდიდატურაც დაუსახელებია – ლეონარდო ბონუჩი.

მოკლედ, სერხიომ მომავალ სეზონში იტალიელის მხარდამხარ მოინდომა თამაში და ვნახოთ, პერესი რამდენად გაითვალისწინებს რჩევას.

შეგახსენებთ, ლეონარდო ბონუჩი “მილანში” გასულ ზაფხულს ტურინის “იუვენტუსიდან” 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106854