ფეხბურთი

14:22 | 20.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

კიმიხი – გერმანიის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი

გერმანიის ეროვნული ნაკრების 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ჯოშუა კიმიხი დასახელდა. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი ავრცელებს.

“ბაიერნის” მცველმა გამარჯვება გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად მოიპოვა. კიმიხს ხმების 45.3% ერგო.

მეორე ადგილზე გავიდა პსჟ-ს შემტევი იულიან დრაქსლერი, ხოლო მესამე პოზიციას დასჯერდა “ბარსელონას” კარის დარაჯი მარ-ანდრე ტერ შტეგენი.

2017 წელს კიმიხმა გერმანიის ნაკრების ყველა ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და კონფედერაციათა თასის გამარჯვებულიც გახდა.

0.120777