ფეხბურთი

12:12 | 20.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" სამიზნე - ედინსონ კავანი

ფრანგული “პარი სენ ჟერმენი” შესაძლოა ედინსონ კავანიმ დატოვოს. გავრცელებული ინფორმაციით, ურუგვაელი პარიზში თავს კომფორტულად აღარ გრძნობს და ზაფხულში ნავსაყუდელის გამოცვლას აპირებს.

ერთ-ერთ მიზეზად კი, ნეიმარი სახელდება. მას შემდეგ, რაც ბრაზილიელი პსჟ-ში მივიდა, მათ ურთიერთობაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ბოლოს, ნეიმარმა კავანის მის მიერვე მოპოვებული პენალტი არ დაარტმევინა. არადა, “მატადორს” კარგი შანსი ჰქონდა კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გამხდარიყო.

Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით კი, კავანის შეძენას ტურინის “იუვენტუსი” ეცდება. წყაროს ცნობით, “ბებერი ქალბატონის” ხელმძღვანელობა დიდი ხანია სამხრეთამერიკელი შემტევის თამაშით მოხიბლულია და შანსის გამოყენებას აპირებენ.

კავანის პსჟ-სთან მიმდინარე ხელშეკრულება 2020 წლამდე აკავშირებს და სეზონში ანაზღაურების სახით 10 მილიონ ევროს იღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114207