ფეხბურთი

0:20 | 20.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ლევერკუზენმა” ბენდერს გაუხანგრძლივა

“ლევერკუზენის” კაპიტანი ლარს ბენდერი “ბაიარენაზე” 2021 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

28 წლის ბენდერი “ფარმაცევტების” ღირსებას 2009 წლიდან იცავს და 243 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი. მან მიმდინარე სეზონში 14-ჯერ ითამაშა და 2 გოლით და 4 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

გერმანიის ნაკრების მაისურით კი 19-ჯერ უთამაშია და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.

0.111471