ფეხბურთი

15:23 | 19.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ბორდომ“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

„ბორდოს“ ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ჟოსლენ გურვენეკი გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარაა.

ლიგა1-ის 21-ე ტურში „ბორდო“ საშინაო მატჩში „კანთან“ 0:2 დამარცხდა, რაც უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა და 45 წლის სპეციალისტი თანამდებობიდან დაითხოვეს.

ჟირონდელებმა საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებული 21 მატჩიდან მხოლოდ 6 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 23 ქულით სატურნირო ცხრილის მე-13 საფეხურზეა არიან. ხვალ „ბორდო“ „ნანტს“ სტუმრად ეთამაშება.

გურვენეკს გუნდთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118657