ფეხბურთი

12:53 | 19.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

დი კამპლი: "პსჟ-ს ფეხბურთელები ოქროს გალიაში არიან და მარიონეტულ ლიგაში თამაში არ აღელვებთ"

ცნობილი საფეხბურთო აგენტი დონატო დი კამპლი ესპანურ As-ს “პარი სენ ჟერმენში” არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრა. იტალიელის განცხადებით, მიუხედავად მარიონეტულ ლიგაში თამაშისა, ნეიმარი პსჟ-დან ვერ წავა.

გარდა ამისა, დი კამპლიმ კომენტარი მარკო ვერატიზეც გააკეთა, რომლის აგენტი იყო, ხოლო შემდეგ იტალიელმა ნახევარმცველმა თანამშრომლობა მინო რაიოლასთან არჩია – დონატოსთვის ვერატი არ არსებობს...

“რა უნდა ვთქვა პასტორეზე? – მასთან ერთად შვებულებაში ვიყავი, ის საოცარი ბიჭია. არ მოსწონს, რომ ცოტას თამაშობს, მაგრამ პსჟ-სთან კონტრაქტი აქვს.

ნეიმარი? – არავის შეუძლია ბრაზილიელის გამოსყიდვა. “პარი სენ ჟერმენს” ფეხბურთელები ოქროს გალიაში ჰყავს გამოკეტილი. ფეხბურთელებს არ შეუძლიათ ასეთ კონტრაქტზე უარის თქმა, რადგან იციან, რომ სხვა გუნდები ასეთ პირობებს ვერ შესთავაზებენ. შესაბამისად, დარჩენა უწევთ, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატი მარიონეტული ლიგაა და სადაც ერთადერთი გუნდია.

ვერატი? – არანაირი მადლიერება ჩემდამი. ჩემთვის ვერატი აღარ არსებობს”, - აღნიშნა დონატო დი კამპლიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112369