ფეხბურთი

22:40 | 18.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

სანჩესის "მანჩესტერში" გადასვლა გადაწყვეტილია

ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი ალექსის სანჩესი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის დეტალებსაც ასაჯაროვებს.

29 წლის ჩილელი “წითელ ეშმაკებთან” 4.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ანაზღაურების სახით 14 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს. რაც შეეხება სატრანსფერო ღირებულებას, 30 მილიონი გირვანქა იქნება. თუმცა, “მანჩესტერი” იმედს არ კარგავს, რომ ტრანსფერში ჰენრიხ მხითარიანსაც ჩართავს და სომეხი “არსენალში” გადაბარგდება.

ამასთან, უკვე გაჩნდა ფოტოები, რომელზეც სანჩესის გვარი “მანჩესტერის” მაისურზეა გამოსახული და მას 7 ნომერი ამშვენებს.

შეგახსენებთ, რომ ალექსის სანჩესს “არსენალთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და “მეთოფეებთან” თანამშრომლობის გაგრძელებას არ გეგმავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120179