ფეხბურთი

23:59 | 18.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სტოკმა" სტაფილიდისი ინათხოვრა

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების და "აუგსბურგის" მცველი კოსტას სტაფილიდისი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით "სტოკ სიტიში" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

გასულ სეზონში ბერძენი გერმანული გუნდის შემადგენლობაში ხვდებოდა ხოლმე და 29 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მიმდინარე სათამაშო წელს კი კოსტასი ტრავმებმა შეაწუხა. საბოლოოდ სტაფილიდისი გუნდის გაფართოებულ სიაშიც ვერ ხვდებოდა და მოედანზე მხოლოდ ორ შეხვედრაში გამოჩნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110313