ფეხბურთი

16:05 | 18.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

მონტელა: “ატლეტიკოსთან" გამარჯვება “სევილიას” თავდაჯერებულობას შემატებს”

“სევილიას” მთავარმა მწვრთნელმა ვიჩენცო მონტელამ, ესპანეთის თასის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ რაუნდში, “ატლეტიკოსთან” გასვლაზე მოგებული (2:1) მატჩის შემდეგ, ნახსენები თამაში შეაფასა.

იტალიელი სპეციალისტი საკუთარი გუნდის გარჯით კმაყოფილი იყო და ფიქრობს, რომ ეს გამარჯვება “სევილიას” თავდაჯერებულობას შემატებს.

“ეს გამარჯვება ჩვენ თავდაჯერებულობას შეგვმატებს და მოგვცემს საკუთარი თავის რწმენას, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ვიცოდით, რომ ურთულესი თამაში გველოდა, ყველასთვის უხერხულ სტადიონზე, თუმცა სასურველი შედეგის მიღწევა შევძელით.

გუნდი ძალიან შეთანხმებულად მოქმედებდა და ჩვენს თამაშში, წინა მატჩებთან შედარებით, პროგრესი დავინახე. ახლა მთავარია, რომ აღდგენითი პროცესი მალე გავიაროთ და მომავალ შეხვედრებზე ვიფიქროთ.

ყველა შემთხვევაში, როდესაც მწვრთნელი იცვლება, ახალ სპეციალისტს გარკვეული დრო სჭირდება, რადგან გუნდში სათამაშო კონცეფცია იცვლება”, - განაცხადა მონტელამ.

შეგახსენებთ, რომ 43 წლის სპეციალისტი “სევილიას” 28 დეკემბერს ჩაუდგა სათავეში, თუმცა ესპანური კარიერის დასაწყისი წარუმატებელი გამოუვიდა და ლა ლიგის ორ მატჩში დამარცხდა.

“სევილია” და “ატლეტიკო” კი საპასუხო შეხვედრას 23 იანვარს “სანჩეს პისხუანზე” გამართავენ.

სელტა   4 - 2    ლევანტე

შემადგენლობა

მოვლენები

ლეგანესი   3 - 2    ბეტისი

შემადგენლობა

მოვლენები

მალაგა   0 - 1    ხეტაფე

შემადგენლობა

მოვლენები

სევილია   1 - 0    ალავესი

შემადგენლობა

მოვლენები

ლას პალმასი   1 - 2    ხირონა

შემადგენლობა

მოვლენები

ვილიარეალი   2 - 2    რეალი

შემადგენლობა

მოვლენები

ვალენსია   2 - 1    დეპორტივო

შემადგენლობა

მოვლენები

ბილბაო   0 - 1    ესპანიოლი

შემადგენლობა

მოვლენები

ატლეტიკო   2 - 2    ეიბარი

შემადგენლობა

მოვლენები

ბარსელონა   1 - 0    სოსიედადი

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.239096