ფეხბურთი

12:19 | 17.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

მესის რეკორდი, კეინის ისტორია და წითელი შაპრონი...

WORLDSPORT.GE აგრძელებს რუბრიკას "ტოპ ჩემპიონატები" - ყოველი ტურის დასრულების შემდეგ გთავაზობთ ინგლისის პრემიერლიგის, იტალიის სერია A-ს, ესპანეთის ლა ლიგის, გერმანიის ბუნდესლიგისა და საფრანგეთის ლიგა 1-ის საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს, ფაქტებს, ისტორიულ მიღწევებს. მაშ ასე, ტოპ ჩემპიონატები ერთ გვერდზე...

ესპანეთი, ლა ლიგა

5 – კრისტიან განეა ლა ლიგის ისტორიაში მეხუთე რუმინელი გახდა, რომელმაც ბაკური გუნდის რიგებში ითამაშა. მანამდე იგივე გიცა კრაოივეანუმ, იონ მარამ, კოზმინ კონტრამ და ანდრიან ილიემ გააკეთეს.

10 – ლუის სუარესმა ბოლო 8 მატჩში მეათე გოლი გაიტანა. ურუგვალეს მანამდე 7 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი ჰქონდა გატანილი.

125 – ჟორდი ამატმა “ლეგანესთან” 125 პასი გააკეთა და ეს მიმდინარე სეზონის რეკორდია. ხოლო “ბეტისის” ფეხბურთელებს შორის ბოლოს ასეთი მაღალი შედეგი 2005-2006 წლების სეზონში დაფიქსირდა.

4 – ხოაკინ სანჩესმა მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა და ეს უფრო მეტია, ვიდრე “ბეტისში” მისი დაბრუნების შემდეგ ნაჩვენები შედეგიანობა.

366 – ლიონელ მესიმ ლა ლიგაში 366-ე გოლი გაიტანა და გერდ მიულერის რეკორდი დაამხო (365 გოლი). არგენტინელი ტოპ 5 ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

4 – კრშტიანუ რონალდუ მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში:

14 თამაში, 94 დარტყმა, 32 დარტყმა კარში, 4 გოლი...

2 – ვინჩენცო მონტელა “სევილიას” პირველი მწვრთნელია 1997 წლის შემდეგ, რომელმაც საწყისი ორი თამაში წააგო. ბოლოს ასეთი ცუდი შედეგი იულიან რუბიოს ჰქონდა.

8 – პაულიონის ორჯერ მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე “რეალის” 4 თავდამსხმელს (ბეილი, რონალდუ, ისკო, ასენსიო - 4 გოლი).

100% - ანდრე გომეშს “ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში თამაშის დროს არაზუსტი პასი არ გაუკეთებია (13). ასეთი რამ პორტუგალიელს აქამდე არ გაუკეთებია.

39 – “სოსიედადთან” პაულინიომ კარში პირველად 39-ე წუთზე დაარტყა და გოლი გაიტანა.

408 – ვილიან ჟოზემ “ბარსელონას” 408 წუთიანი მშრალი სერია დაუსრულა ბასკური გუნდების წინააღმდეგ.

7 – “ბარსელონამ” “ანოეტაზე” ზედიზედ 7 მატჩი არ ჰქონდა მოგებული (2 ფრე, 5 მარცხი) და ეს “ბლაუგრანასთვის” 21-ე საუკუნეში ყველაზე ცუდი შედეგია.

1998 – “ესპანიოლი” “ბილბაოსთან” საკუთარ მოედანზე უკვე 20 მატჩია არ დამარცხებულა (13 მოგება, 7 ფრე). ბოლოს კატალონელებმა 1998 წელს (0:1) წააგეს. “ბილბაოს” ამჟამინდელი მწვრთნელი კუკო ზიგანდა მაშინ მოედანზე იყო.

4 – მუნირ ელ ჰადადიმ “ალავესის” ბოლო 5 გოლიდან ოთხში უშუალო მონაწილეობა მიიღო (2 გოლი, 2 პასი).

4 – “სევილიამ” უკვე ზედიზედ ოთხი მოუგებელი მატჩი ჩაატარა (1 ფრე, 3 მარცხი) და აქედან სამ შემთხვევაში მინიმუმ სამი გოლი გაუშვა.

6 – “ლევანტემ” ლა ლიგაში საკუთარ მოედანზე “სელტასთან” მეექვსე მოუგებელი მატჩი ჩაატარა (1 ფრე, 5 მარცხი) და ამაზე ცუდი მაჩვენებელი სხვა მეტოქეებთან არ აქვს.

9 – პიონე სისტომ ბოლო რვა საგარეო მატჩში 9 გოლში მიიღო მონაწილეობა (2 გოლი, 7 პასი).

40 – “ვალენსიას” ისტორიაში ყველაზე წარმატებული სტარტი აქვს ერთ სეზონს თუარ ჩავთვლით. 40 ქულაზე მეტი ქულა ამ დროისთვის, “ღამურებს” მხოლოდ2003-2004 წლების სეზონში ჰქონდათ (43 ქულა) და მაშინ ჩემპიონებიც გახდნენ.

3 – “დეპორტივოს” მეკარე რუბენ მარტინესმა მიმდინარე სეზონში მესამე გოლი გაუშVა საკუთარი შეცდომის შედეგად და ეს ყველაზე უარესი მაჩვენებელია. ასეთივე შედეგი აქვთ ფერნანდო პაჩეკოსა და ჩიჩიცოლას.

8 – “ატლეტიკომ” მიმდინარე სეზონში ერთი გოლის სხვაობით ყველაზე მეტი მატჩი მოიგო (8).

8 – “ატლეტიკოს” ამ დროისთვის მხოლოდ რვა გოლი აქვს გაშვებული. ეს მიმდინარე სეზონში საუკეთესო შედეგია. “როხიბლანკოს” ანალოგიური მაჩვენებელი 1995-1996 და 2015-2016 წლების სეზონში ჰქონდა.

1 – მას შემდეგ რაც “ატლეტიკომ” “ჟირონასთან” პორველ ტაიმში ორი გოლი გაუშვა, 18 თამაში ისე ჩაატარა, რომ საწყის 45 წუთში ერთადერთი გოლი გაუშვა (ვილიან ჟოზესგან).

4 – “ვილიარეალმა” პაბლო ფორნალსის გოლებით ლა ლიგაში 4 ქულა მოიპოვა. ორი მადრიდში, ორიც – ვიგოში.

13 – მარსელომ “ვილიარეალთან” საჯარიმოში 16-ჯერ ჩააწოდა და აქედან 13-ჯერ არაზსუტად. ეს ბრაზილიელის ყველაზე ცუდი შედეგია ლა ლიგაში.

28 – “რეალმა” “ვილიარეალთან” კარისკენ 28-ჯერ დაარტყა და ეს მიმდინარე სეზონში მისი საუკეთესო შედეგია (კარში 7 დარტყმა, გოლი – 0).

1 – “ვილიარეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალს” პირველად მოუგო (1 მოგება, 5 ფრე, 12 მარცხი).

46 – მას მერე, რაც ლა ლიგა 20 გუნდიანია, 19 ტურის შემდეგ “ლას პალმასზე” მეტი გოლი არავის გაუშვია (46).

6 – “ჟირონამ” საკუთარ მოედანზე ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო. კატალონელებს მანამდე 6:0 შინ ერთადერთხელ მოეგოთ (1958 წელს, “ალავესთან”).

0 – “ხეტაფეს” საკუთარ მოედანზე ზედიზედ 4 მატჩია გოლი არ გაუშვია და ასეთი კარგი სერია ბოლოს 2007 წელს ჰქონდა, როდესაც ბერნდ შუსტერი თავკაცობდა.

4 – კალას ლა ლიგაში საკუთარ მოედანზე ოთხი გოლი აქვს გატანილი და ოთხივე თავით. ორი “სევილიაში”, ორიც – “ხეტაფეში”.

9 – მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუმ ნიკლას ფიულკრუგზე (9 დარტყმა) დაარტყა კარისკენ უფრო მეტჯერ (11) გასულ უიქ-ენდზე. რონალდუსგან განსხვავებით “ჰანოვერის” ფეხბურთელმა ჰეთ-თრიქი შეასრულა.

გერმანია, ბუნდესლიგა

6000 – რენატო სტეფენი გახდა მე-6000 ფეხბურთელი, რომელმაც ბუნდესლიგაში “ვოლფსბურგის” რიგებში ითამაშა.

1 – იადონ სანჩომ და ალექსანდერ ისაკმა ბუნდესლიგაში სადებიუტო მატჩები ჩაატარეს.

2 – “კიოლნმა” ბოლო ოთხ მატჩში, როდესაც შტეფან რუტენბეკი წვრთნის, ორი მოიგო. ეს უფრო მეტია, ვიდრე მანამდე “თხებმა” 21 შეხვედრაში გააკეთეს.

8 – “ლაიფციგმა” ბუნდესლიგის ყველა ის მატჩი მოიგო, რომელშიც ნაბი კეიტამ გოლის გატანა მოახერხა (8 თამაში).

14 – “ჰოფენჰაიმმა” ბუნდესლიგაში გაშვებული ბოლო 16 გოლიდან 14 მეორე ტაიმში გაუშვა.

3 – ნიკლას ფიულკრუგი “ჰანოვერის” პირველი ფეხბურთელია 2011 წლის შემდეგ, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. ბოლოს ასეთი რამ აბდელაუეს ჰქონდა გაკეთებული.

155 – მარიო გომესს ბუნდესლიგაში 155 გოლი აქვს გატანილი და ეს თითქმის ორჯერ მეტი იყო, ვიდრე ბერლინის “ჰერტას” სასტარტო შემადგენლობაში მყოფი ფეხბურთელების ერთად ნაჩვენები შედეგი (80 გოლი).

0 – “ჰამბურგს” ბოლო 6 თამაში ზამთრის პაუზის შემდეგ არ მოუგია (1 ფრე, 5 მარცხი).

124 – ხამეს როდრიგესი ბუნდესლიგაში ყოველ 124 წუთში გატანილ გოლში იღებს მონაწილეობას.

3785 – სანდრო ვაგნერმა “ბაიერნში” 3785 დღის შემდეგ ისევ ითამაშა და ეს კლუბის რეკორდია. აქამდე საუკეთესო შედეგი მატს ჰუმელსს ჰქონდა (3387 დღე).

საფრანგეთი, ლიგა 1

6/9 – “კაენი” ლიგა 1-ის ბოლო 10 ტურში:

6 ქულა – “ბორდოს” წინააღმდეგ

3 ქულა – დანარჩენი გუნდების წინააღმდეგ.

65 – ტონი შაპრონმა მას შემდეგ, რაც ლიგა 1-ში დებიუტი ჰქონდა (2004-2005 წლების სეზონი), ყველაზე მეტი წითელი ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს (65).

10 – არცერთი ფეხბურთელის წინაამდეგ იმდენჯერ არ დაჯარიებულან ბოლო 10 წლის განმავლობაში, რამდენჯერაც ნაბილ ფეკირის წინააღმდეგ გასულ ტურში (10).

14 – ნაბილ ფეკირი ტოპ ჩემპიონატებში ფრანგ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო ბომბარდირია (14 გოლი).

5 – “ანჟერის” ბოლო 5 გოლი ლიგა 1-ში კარლ ტოკო-ეკამბის ანგარიშზეა.

4 – ბენუა კოსტილმა ბოლო ხუთი პენალტიდან მეოთხე აიღო.

2015 – ჟერმენი და ტოვინი გახდნენ 2015 წლის შემდეგ “მარსელის” პირველი ფებხურთელები, რომლებმაც ერთ მატჩში გოლიც გაიტანეს და საგოლე პასიც შეასრულეს. 2015 წელს იგივე ერთ მატჩში ბატშუაიმ და ნკუდუმ მოახერხეს.

3 – 3 “სტრასბურმა” ბოლო სამი თამაში წააგო და სამივე დიმიტრი ლინარის გარეშე ჩაატარა.

ინგლისი, პრემიერლიგა

13 – რომელუ ლუკაკუმ “ოლდ ტრაფორდზე” გამართულ 16 მატჩში 13 გოლში მიიღო მონაწილეობა (10 გოლი, 3 პასი).

50 – “სტოკ სიტი” გახდა მიმდინარე სეზონში პირველი გინდი დიდი ჩემპიონატების გუნდებიდან, რომელმაც 50 გოლი გაუშვა.

14 – პოლ პოგბამ პრემიერლიგის ბოლო 14 მატჩში 14 გოლში მიიღო მონაწილეობა (4 გოლი, 10 პასი).

3 – ანტონიო ვალენსიამ მიმდინარე სეზონში 3 გოლი გაიტანა (19 მატჩში). ეს უფრო ბევრია, ვიდრე მანამდე 4 სეზონში გაიტანა (103 თამაში).

5 – იურგენ კლოპმა პეპ გვარდიოლას წინააღმეგ ყველა ტურნირის ჩათვლით მეხუთე თამაში მოიგო და ყველაზე კარგი შედეგი აქვს ესპანელთან.

5 – კაილ უოლკერს 21 მატჩში 5 საგოლე პასი დაუგროვდა. ზუსტად ასეთივე შედეგი აჩვენა გასულ სეზონშიც.

3 – ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა “ლივერპულში” (20 მატჩი) უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე მანამდე “არსენალში” ჩატარებულ 71 თამაშში.

9 – “არსენალმა” 9 ქულა დაკარგა იმ მატჩებში, რომლებშიც ანგარიში გახსნა.

3 – “არსენალმა” წააგო ბოლო სამი მატჩი, რომელშიც ალექსის სანჩესს არ უთამაშია (0:1 “სტოკთან”, 1:2 “უოტფორდთან” და 1:2 “ბორნმუთთან”).

283 – მხოლოდ 283 წამი იყო შუალედი კალუმ უილსონისა და ჯორდან იბეს გოლებს შორის.

2 – ჰექტორ ბელერინმა ბოლო ორ მატჩში უფრო მეტი გოლი გაიტანა (2), ვიდრე მანამდე ჩატარებულ 97 თამაშში.

13 – “ბორნმუთისა” და “არსენალის” მატჩის ძირითად შემადგენლობაში 13 ინგლისელი ფეხბურთელი იყო. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოდგა “მეთოფეების” შეხვედრებში 2002 წლის იანვრის შემდეგ (“ლიდსთან” სასტარტოში 14 ინგლისელი იმყოფებოდა).

4 – სემ ელერდაისმა პრემიერლიგაში მე-19 თამაში ოთხი ან მეტი ბურთის სხვაობით. ასეთი ცუდი შედეგი არცერთ მწვრთნელს არ აქვს.

7 – დელე ალიმ 22 პრემიერლიგურ მატჩში მეშვიდე საგოლე პასი გააკეთა. ამდენივე შედეგიანი გადაცემა ჰქონდა გასულ სეზონშიც, თუმცა 37 შეხვედრაში.

98 - ჰარი კეინი “ტოტენჰემის” საუკეთესო გოლეადორი გახდა პრემიერლიგაში (98 გოლი). მან ტედი შერინგემს გადაასწრო.

20 – ჰარი კეინი გახდა მხოლოდ მესამე ფეხბურთელი პრემიერლიგის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 4 სეზონი მინიმუმ 20 გოლის გატანა მოახერხა (ტიერი ანრი 5 სეზონი), ალან შირერი (4 სეზონი).

5 – სონ ჰონ-მინი “ტოტენჰემის” მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პრემიერლიგაში ზედიზედ 5 მატჩში გაიტანა გოლი (მანამდე იგივე ჯერმეინ დეფომ გააკეთა 2004 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე).

3 – “ჩელსიმ” ისტორიაში პირველად ითამაშა ზედიზედ სამ მატჩში 0:0.

7 – “საუთჰემპტონი” გახდა მე-7 გუნდი, რომელმაც პრემიერლიგაში 1000 გოლი გაუშვა.

11 – “ჰადერსფილდმა” საკუთარ მოედანზე გოლების 69% ლონდონური გუნდების წინააღმდეგ გაიტანა (16-დან 11).

6 – მარკო არნაუტოვიჩი “ვესტ ჰემის” მეექვსე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სამ და მეტ მატჩში შეძლო ზედიზედ სტუმრად გოლის გატანა. ამავდროულად პირველია დიაფარა სახოს შემდეგ. სახომ 2014 წელს მოახერხა იგივეს გაკეთება.

12 – “ლესტერმა” პირველ ტაიმში “ჩელსის” კარის მიმართულებით 12-ჯერ დაარტყა და ეს საუკეთესო შედეგია “სტემფორდ ბრიჯზე” 2003-2004 წლების სეზონის შემდეგ.

62 – მარკ ნობლიმ “ვესტ ჰემის” რუგებში 35 გოლი გაიტანა და 27 საგოლე პასი მიითვალა. ამაზე უკეთესი შედეგი “ჩაქუჩების” რიგებში მხოლოდ პაოლო დი კანიოს აქვს (78 გოლი+პასი).

6 – ბაკარი საკომ ყველა ტურნირის ჩათვლით მეექვსე გოლი გაიტანა და ეს “კრისტალ პალასის” რიგებში საუკეთესო შედეგია მიმდინარე სეზონში.

16 – “ბრაიტონმა” სტანდარტული სიტუაციებიდან მე-16 გოლი გაუშვა და ეს მიმდინარე სეზონში ყველაზე ცუდი შედეგია.

9 – “ვესტ ბრომვიჩს” სახლში არასდროს წაუგია “ბრაიტონთან” (9 თამაში).

P.S სერია A-ში ზამთრის პაუზაა გამოცხადებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119708