კალათბურთი

20:18 | 16.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში დრაგიჩი და უილიამსი გამოარჩიეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში “კლიპერსის” მსროლელი ლუ უილიამსი და აღმოსავლეთში “მაიამის” უკანახაზელი გორან დრაგიჩი დაასახელეს.

“მაიამიმ” გასულ კვირას სამივე შეხვედრა მოიგო, გორანი კი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 23 ქულას, 6 მოხსნას და 5 პასს აგროვებდა.

“კლიპერსმა” ოთხივე შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა, ლუ უილიამსი კი საშუალოდ ერთ მატჩში 35 ქულას აკეთებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124409