ფეხბურთი

15:35 | 16.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: “აზერბაიჯანთან სპარინგს მესამე-მეოთხე გუნდით აზრი არ ჰქონდა”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა აზერბაიჯანის ნაკრებთან გაუქმებულ სპარინგზე კომენტარი გააკეთა. სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, ვერ ხერხდებოდა ძლიერი შემადგენლობის შეკრება, მესამე-მეოთხე გუნდით თამაშში კი აზრი ვერ დაინახა.

“ბევრმა კლუბმა არ ისურვა ფეხბურთელების ნაკრებში გამოშვება, რადგან მათი გამოყენება თავად უნდათ. ასეთ დროს კი, კარგი გუნდის შექმნას ვერ მოვახერხებდით. აზერბაიჯანთან მესამე ან მეოთხე გუნდით თამაშს აზრიც აღარ ჰქონდა.

მე მინდოდა, რომ ეს მატჩი ჩატარებულიყო, მაგრამ როგორც ვიცი, ორივე მხარის ფედერაცია შეთანხმდა, რომ ამხანაგური თამაში მარტში ან ივნისში გაიმართოს”, - უთხრა ვაისმა Azerisport-ს.

შეგახსენებთ,საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებებს თურქეთში 2 თებერვალს ამხანაგურად უნდა ეთამაშათ, თუმცა მატჩი ფიფას კალენდარულ დღეზე გათვალისწინებული არ იყო. მოგვიანებით, სფფ-მ დაგეგმილი შეხვედრის გადადების შესახებ გააკეთა განცხადება. თამაშის ჩატარების ახალ თარიღზე მხარეები ერთა ლიგის წილისყრის (24 იანვარი) შემდეგ შეთანხმდებიან, როცა ოფიციალური კალენდარი შედგება და ამხანაგური მატჩების თარიღებიც გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114868