კალათბურთი

12:53 | 16.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"გოლდენ სტეიტმა" კლივლენდში ზაზა ფაჩულიას გარეშე იმარჯვა

გასული სეზონის ფინალისტები კლივლენდში შეხვდნენ. ლებრონ ჯეიმსის “კლივლენდმა” მოქმედ ჩემპიონ “გოლდენ სტეიტს” უმასპინძლა და 108:118 დამარცხდა.

"გოლდენ სტაიტის" ქართველ ცენტრს არ უთამაშია, მის ნაცვლად სასტარტო ხუთეულში ახალწვეული ჯორდან ბელი გამოჩნდა. მიზეზი, თუ რატომ არ ითამაშა ფაჩულიამ, არ სახელდება. მატჩის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაზა სასტარტო ხუთეულში არ იქნებოდა და მას ჯორდან ბელი შეცვლიდა, თუმცა ის მოედანზე არ გამოსულა.

საიტ ESPN-ზე მატჩის მიმოხილვა ასე იწყება: კევინ დურანტმა ხელები მომუჭა, მოკრივის დგომში დადგა და “კავალერები” ნოკაუტში ჩააგდო. მან მესამე პერიოდში 16 ქულა მოაგროვა, საბოლოოდ კი 32 ქულა ჰქონდა. პირველ ტაიმში შეუჩერებელი იყო კლეი ტომპსონი: სულ 17 ქულა. სამმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა დრეიმონდ გრინს: 11 ქულა, 16 მოხსნა, 9 პასი. სტეფ კარიმ მატჩი 23 ქულით დაასრულა, მესამე პერიოდში კი ორი ხელით ისე ჩატენა, თანაგუნდელები აღაფრთოვანა.

ლებრონ ჯეიმსს 30 000 ქულამდე 41 ქულაღა უკლია. მან “გოლდენ სტეიტთან” 32 ჩააგდო:

– მატჩის დაწყებიდან ბოლომდე კალათი თითქოს ნელ-ნელა პატარავდებოდა. ბოლოს ბურთს ვეღარ ვაგდებდით. ასეთი რამ მომდევნო მატჩებში აღარ უნდა დავუშვათ.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111549