ფეხბურთი

0:12 | 16.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციო" და დე ვრეი შეთანხმდნენ

რომის “ლაციო” და სტეფან დე ვრეი თანამშრომლობას გააგრძელებენ. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, მხარეები უკვე შეთანხმდნენ და უახლოეს ხანებში ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება.

ჯერჯერობით ხელშეკრულების დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ ცნობილია, რომ ჰოლანდიელის გამოსყიდვა ნებისიერ გუნდს 25 მილიონ ევროდ შეეძლება.

დღევანდელ სატრანსფერო ფასებს თუ გავითვალისწინებთ, დე ვრეი რეალურად გაცილებით მეტიც ღირს, მაგრამ “არწივები” ზემოხსენებულ თანხაზეც ყაბულს არიან.

საქმე ისაა, რომ სტეფანს რომაელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლო ეწურება და შესაბამისად, თავისუფალი აგენტი ხდება. აქედან გამომდინარე “ლაციოსთვის” 25 მილიონიც მნიშვნელოვან თანხას წარმოადგენს.

სტეფან დე ვრეი “ბიანკოჩელესტეს” ერთ-ერთი ლიდერია. 25 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 23 თამაშში 3 გოლის გატანა მოახერხა.

0.119645