ფეხბურთი

16:24 | 15.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰაინკესის ფიქრები დე ბრუინზე, ჰეთ-თრიქზე და “ბაიერნზე”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა მისი გუნდის მიზნებსა და მომავალზე გამოცემა Kicker-თან ისაუბრა.

მოკლედ, პატარა, მაგრამ საინტერესო ინტერვიუ შედგა:

დე ბრუინი - “კევინ დე ბრუინს გასულ სეზონში ასე არ უთამაშია, მაგრამ მისთვის მზად ვარ, უკანასკნელი მაისური დავთმო. ბელგიელი დღეს ევროპაში გამორჩეული ფეხბურთელია.

“ბაიერნის” სატრანსფერო პოლიტიკა - “ბაიერნმა” თავისი გზა უნდა გააგრძელოს ზულესთან, კიმიხითან, ტოლისოსთან და კომანთან ერთად. რა თქმა უნდა, საჭიროა 40 ან 50 მილიონად ფეხბურთელების ყიდვაც, მაგრამ ამჟამად 50 მილიონად ჩამოყალიბებული ფეხბურთელის ყიდვა რთულია.

მიზანი - ჩემთვის მთავარია ბუნდესლიგაში გავიმარჯვოთ, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე და გერმანიის თასზე ვიფიქრებთ.

ჰეთ-თრიქი - ფავორიტები არ ვართ. 5 ინგლისური გუნდია და “მანჩესტერ სიტი” გამორჩეულია. ასევე, “რეალი” და “ბარსელონა”. ალბათ, პსჟ-ც. ჰეთ-თრიქის დაგეგმვა არ შეიძლება და მისი შესრულება ძალიან რთულია.

რობენი და რიბერი - არავის შეფასებაში არ უნდა შევცდეთ. კარგი იქნება თუ ისინი კონტრაქტს გაახანგრძლივებენ. ასაკი ჩემთვის გადამწყვეტი არაა, მთავარია სამუშაოსადმი ლტოლვა – ეს ორივეს აქვს. არიენი აბსოლუტური პროფესიონალია, ხოლო ფრანკი ქუჩის ვნებიანი მოთამაშე.

ლევანდოვსკის დუბლიორი ვაგნერი - გუნდში აუცილებელია რეზერვი ან კონკურენცია. ვაგნერმა აქამდე დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები და შეუძლია ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდეს.

შეგახსენებთ, იუპ ჰაინკესი “ბაიერნში” გასული წლის სექტემბერში დაბრუნდა და “რეკორდმაისტერმა” ძველებურად მაღალ დონეზე თამაში დაიწყო. მხცოვან სპეციალისტს გერმანულ გიგანტთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს. თუმცა, გერმანული მედია ვარაუდობს, რომ მხარეები თანამშრომლობას გააგრძელებენ.

0.115958