ფეხბურთი

21:10 | 13.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ალავესმა" პერესი ინათხოვრა

"ესპანიოლის" შემტევი ერნან პერესი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით "ალავესში" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია "ალავესის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

პარაგვაის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი კატალონიურ კლუბში 2015 წელს "ვილიარეალიდან" გადავიდა. მიმდინარე სეზონში შემტევი "ესპანიოლის" ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა და ჯამში სულ 5 შეხვედრა ჩაატარა.

0.137789