ფეხბურთი

17:00 | 13.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბათუმის “დინამოს” გია გეგუჩაძე გაწვრთნის

ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ ბათუმის “დინამოს” ამიერიდან გია გეგუჩაძე გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია აჭარული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. გეგუჩაძე ახალ კლუბში მუშაობას 14 იანვრიდან შეუდგება.

გია გეგუჩაძე ბოლოს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ედგა სათავეში, თუმცა წარუმატებელი შედეგების გამო პოსტის ვადაზე ადრე დატოვება მოუხდა.

რაც შეეხება “დინამოს”, 2017 წლის ეროვნულ ლიგაში ადგილი ვერ შეინარჩუნა, მას შემდეგ რაც, პლეი-აუთში ბოლნისის “სიონთან” დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121556