ფეხბურთი

16:32 | 13.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

კეიტა “ლივერპულს” შეუერთდება

გერმანიის ვიცე-ჩემპიონ “ლაიფციგის” ნახევარმცველი ნაბი კეიტა “ლივერპულის” ფეხბურთელი ვადაზე ადრე გახდება. This is Anfield-ის ინფორმაციით, გვინეელი “წითლებთან” კონტრაქტს 14 იანვარს გააფორმებს.

კეიტა “ლივერპულის” წევრი ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს გახდა, მაგრამ 2018 წლის ზაფხულამდე ხელშეკრულების თანახმად გერმანიაში უნდა დარჩენილიყო. იურგენ კლოპმა კი, გეგმები შეცვალა და ამიტომაც კეიტა ნისლიან ალბიონზე 6 თვით ადრე გადაბარგდება.

“ლივერპულმა” ნაბის სანაცვლოდ 48 მილიონი გირვანქა სტერლინგი გაიღო, თუმცა რადგან ინგლისური მხარე მას იანვარში დაიმატებს, ტრანსფერის ღირებულება 15-20 მილიონით გაიზრდება.

კეიტა “ლაიფციგის” რიგებში 2016 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში კი ბუნდესლიგაში 13 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117844