ფეხბურთი

15:37 | 13.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

სინიშა მიხაილოვიჩი: „წავალ, კრივით გავერთობი“

სინიშა მიხაილოვიჩი ჟურნალისტებს "ტორინოდან" გათავისუფლების შესახებ ესაუბრა:

"დიდ მადლობას ვუხდი "ტორინოს" პრეზიდენტს, რომ გუნდის მომზადების საშუალება მომცა. თუმცა სამწუხაროდ, მას არც კი დაურეკავს, რომ პირადად ეთქვა, მწვრთნელის თანამდებობიდან გიშვებთო."

სერბმა სპეციალისტმა უიღბლობასა და მსაჯების შეცდომების გამოც დაიწუწუნა, თავის შემცვლელს - ვალტერ მაცარის კი ხუმრობა მიუძღვნა:

"აი, მოვიდა ახალი მწვრთნელი, რომელიც ერთ დღეში ცვლის თამაშის სტილს და 3:0 იგებს. მე წავალ, კრივით გავერთობი, მიყვარს კონტაქტური სპორტი".

0.154018