ფეხბურთი

12:48 | 12.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

მესი ესპანეთის თასის ათ საუკეთესო გოლეადორს შორის

ესპანეთის თასის 1/8-ფინალურ მატჩში “ბარსელონამ” “სელტა” შინ 5:0 გაანადგურა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ამ შეხვედრის მე-13 და მე-15 წუთებზე ლიონელ მესიმ ორი გოლი გაიტანა.

“კოპა დელ რეიზე” მესის 46 გოლი დაუგროვდა, რითაც თასის ისტორიაში საუკეთესო 10 გოლეადორს შორისაა.

ესპანეთის თასზე ყველზე მეტი 81 გოლი ტელმო ზარას აქვს გატანილი, რომელიც 1939-57 წლებში სამ ესპანურ კლუბში (“ერანდიო”, “ბილბაო”, “ბარაკალდო”), თამაშობდა.

სტატისტიკა
0.236465