ფეხბურთი

10:55 | 12.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ახალი სეზონი თებერვალში სუპერთასით გაიხსნება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ 2018 წლის სეზონის დაწყების თარიღები გამოაცხადა.

როგორც ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, სეზონი ტრადიციულად, საქართველოს სუპერთასის მატჩით გაიხსნება - ქვეყნის ჩემპიონი ქუთაისის „ტორპედო“ და თასის მფლობელი საჩხერის „ჩიხურა“ მორიგი ტიტულისთვის 24 თებერვალს შეხვდებიან ერთმანეთს.

ეროვნული ლიგაში პირველი ტურის მატჩები 2 მარტს გაიმართება. ერთი დღით ადრე, 1 მარტს სტარტს აიღებს ეროვნული ლიგა 2, ლიგა 3 კი - 5 მარტს. რაც შეეხება ასაკობრივ ლიგებს, სამივე ასაკობრივი ჩემპიონატის პირველი ტური 25 თებერვალს ჩატარდება.

სტატისტიკა
0.251948