ფეხბურთი

13:50 | 11.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი გულშემატკივართა ნდობის დაბრუნებას ეცდება

მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელს ზინედინ ზიდანს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს. ამჯერად მიზეზი ესპანეთის თასზე “ნუმანსიასთან” ფრედ დასრულებული მატჩი (2:2) გახლავთ.

პირველი შეხვედრაში “სამეფო კლუბს” მეტოქე დამარცხებული (3:0) ჰყავდა და შესაბამისად, ორი მატჩის ჯამში (5:2) მეოთხედფინალის საგზური ზიდანის შეგირდებმა მოიპოვეს.

“ჩვენ კარგი თამაშის მომსწრეები გავხდით. მეტოქე გუნდი შესანიშნავად გამოიყურებოდა. შეწუხებული სულაც არ ვარ, რადგან მთავარი შევძელით და მომდევნო რაუნდში ასპარეზობის უფლება მოვიპოვეთ. გუნდთან ერთად მუშაობას გავაგრძელებ და კვლავ დავიბრუნებ გულშემატკივართა ნდობას.

დიდი კრიტიკის მიუხედავად, გუნდში ვრჩები. ეს ფაქტორი ხელს არ შეუშლის ჩემს საქმეს”, - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდგომ ზინედინ ზიდანი, შესაძლოა, გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა ჩაანაცვლოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112429