ფეხბურთი

19:18 | 9.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

სტარიჯი ახალ კლუბს ეძებს

“ლივერპული” მზად არის ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დანიელ სტარიჯი გაასხვისოს. 28 წლის თავდამსხმელი მიმდინარე სეზონში სათამაშო დროის უქონლობის გამო სხვა კლუბში გადასვლის ვარიანტებს განიხილავს.

ESPN-ს ინფორმაციით, ინგლისელმა ფეხბურთელმა “ალავესის” მთავარი მწვრთნელის მაურისიო პელიეგრინოს ყურადღება მიიპყრო. არგენტინელ სპეციალისტს სურს, რომ თავდასხმის ხაზი სტარიჯით გააძლიეროს, რომლის დამატება იჯარის წესით შეეძლება.

სტარიჯმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

0.111441