ფეხბურთი

12:04 | 9.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: “ყოველ დარჩენილ დღეს მაქსიმალურად გამოვიყენებ”

მადრიდის “რეალის” თავკაცმა ზინედინ ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სანამ “სამეფო კლუბის” მწვრთნელია, ყველაფერს გააკეთებს გუნდის დასახმარებლად.

“დადგება დღე, როდესაც “რეალში” ჩემს სამუშაოს დავასრულებ. ყოველი ახალი შესაძლებლობის გამოყენება მსურს, თუმცა ზიდანი, როგორც ფეხბურთელი აღარ არსებობს, ახლა მე მწვრთნელი ვარ და ვცდილობ ყველაფერი თავიდან დავიწყო. 10 დღე დამრჩა? შევეცდები, ყველაფერი გავაკეთო გუნდის დასახმარებლად. ნახევარი წელი? ამ შემთხვევაშიც იგივეს გავაკეთებ, ფაქტია, რომ აქ მომდევნო 10 წლის განმავლობაში დარჩენას არ განვიხილავ”, - განაცხადა ზინედინ ზიდანმა France Football-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ France Football-მა ჟურნალისტებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და საფრანგეთის 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელად სწორედ ზინედინ ზიდანი აღიარეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114147