ფეხბურთი

22:57 | 8.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფრანკ რიბერი: "ოქროს ბურთი მომპარეს"

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ფრანკ რიბერი მიიჩნევს, რომ 2013 წელს “ოქროს ბურთის” მოგებას იმსახურებდა. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, მაშინ ეს ტიტული უბრალოდ მოპარეს.

“2013 წელს “ოქროს ბურთი” მომპარეს – ეს იყო გაუგებარი გადაწყვეტილება. 2013 წელს ყველა ტიტული მოვიგე და მეტს ვიმსახურებდი. ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო. ჩემმა ქვეყანამ მხარი არ დამიჭირა. საკუთარი თვალით ვნახე, როგორ აძლევდნენ ფრანგები ხმას კრიშტიანუ რონალდუს. პორტუგალიაში ისურვებდა ვინმე რიბერის ან მესის გამარჯვებას? რა თქმა უნდა - არა.

ყველაფერი 2010 წლის შემდეგ დაიწყოთ. საფრანგეთში თვლიდნენ, რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. არ შემიძლია დავივიწყო ფრანგული მედიის რამდენიმე შეტევა ჩემზე”, - განუცხადა რიბერიმ Goal.com-ს.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს “ოქროს ბურთი” კრიშტიანუ რონალდუმ მოიგო (27.99%), მეორე ადგილზე ლიონელ მესი გავიდა (24.72%), ხოლო რიბერის მესამე ადგილი ერგო (23.36%). იმ წელს ფრანგმა “ბაიერნთან” ერთად ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, გერმანიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112403