ფეხბურთი

21:10 | 7.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუბა დაუშვილი “ირტიშში” ითამაშებს

ბუბა დაუშვილი ყაზახეთის “ირტიშში” გააგრძელებს კარიერას. პავლოდარის “ირტიშმა” ყაზახეთის ჩემპიონატის გასული სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა.

28 წლის ქართველი ნახევარმცველი ბოლოს უნგრულ “დიოშდიორში” თამაშობდა: იქ გაატარა 2016/2017 წლების სეზონი. მანამდე, დაუშვილი გამოდიოდა “ზესტაფონსა” და უკრაინულ “კარპატიში”.

0.112987