ფეხბურთი

18:32 | 7.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

მშრალად შენახული კარი და პიცა ერთი წელი უფასოდ

ინგლისის ასოციაციის თასის 1/32 ფინალში “ლესტერ სიტი” პირველი ლიგის ბინადარ “ფლიტფუდს” ესტუმრა და მეტოქის დამარცხება ვერ შეძლო. აღნიშნული მატჩი უგოლო ფრით დასრულდა და რამაც პატარა გუნდის შესახებ ინტერესი გაზარდა.

თუმცა, ყველაზე დიდი სარგებელი მეკარემ კრის ნილმა ნახა. საქმე ისაა, რომ თურმე თამაშამდე, “ფლიტფუდის” პრეზიდენტს 32 წლის კიპერისთვის ასეთი პირობა მიუცია:

“თუ “ლესტერთან” გოლს არ გაუშვებ, პიცის ერთი წელი უფასოდ ჭამა შეგეძლება”, - უთქვამს პრეზიდენტს.

ნილმა მოინდომა და პრემეირლიგის 2016 წლის ჩემპიონთა კარი მართლაც მშრალად შეინახა. შესაბამისად, ახლა შეუძლია პიცა არხეინად მიირთვას...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117362