ფეხბურთი

19:45 | 6.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ობამეიანგი ჩინელებს შეუთანხმდა

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეინაგი ევროპას დატოვებს და კარიერას ჩინეთის სუპერლიგის ბინადარ “გუანჟოუ ევერგრანდში” გააგრძელებს. Sina Sports-ინფორმაციით, მხარეები უკვე შეთანხმდნენ და 28 წლის ფორვარდი აზიურ გუნდში გადაბარგდება.

წყაროს ცნობით, “გუანჟოუ” “დორტმუნდს” 60-დან 72 მილიონ ევრომდე გადაუხდის. ასეთ თანხაზე კი, გერმანელებმა უარი ვერ თქვეს. თავის მხრივ, ობამეიანგის პირადი ხელშეკრულების დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ ადვილი მისახვედრია, რომ აფრიკელსაც სოლიდურ გასამრჯელოს დაუნიშნავენ.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების თანახმად ობამეიანგი მიმდინარეს სეზონს “სიგნალ იდუნა პარკზე” ჩაამთავრებს და ჩინეთში ზაფხულში გადაბარგდება.

მიმდინარე სეზონში 27 წლის პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ყველა ტურნირის ჩათვლით 23 მატჩში 21 გოლი გაიტანა. საგულისხმოა, ხომ გაბონელს წინადადებები ევროპიდანაც არ აკლდა, თუმცა მან “გუანჟოუში” ამჯობინა გადასვლა, რომელსაც ლეგენდარული იტალიელი ფაბიო კანავარო წვრთნის.

0.116896